სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ახალგაზრდების პირველი ნაბიჯები, საქართველოს მასშტაბით, „ეტალონით“ იწყება“ - დმანისმა „ეტალონი მოსწავლე“ აირჩია
05-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა.

ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG-ს სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსი დავით მენაბდიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი  ახალგაზრდებისთვის წარმატების ტრამპლინია:

„ეტალონი“ ყველა ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენს მომავალ თაობას ეხება - მათ, ვისაც თავდაჯერება სჭირდება. საქართველოს მასშტაბით მათი პირველი ნაბიჯები „ეტალონით“ იწყება, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოსცადონ,  ქვეყნის მასშტაბით აჩვენონ შესაძლებლობები. ამით მათ უფრო ემატებათ საკუთარი თავის რწმენა.

„ეტალონი“ არის უშუალო და თამამი პროექტი, ახალგაზრდებს თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. „ეტალონი“ მეგობრულია ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საგანმანათლებლო სივრცეებთან, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ როგორ შეიძლება ჩვენი ახალგაზრდების განვითარება, გაძლიერება და მათი რესურსების ჩართვა ჩვენი ქვეყნის მომავალში. ის წარმატებულია, რადგან ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და მათ სოფლებში ძალიან პოპულარულია. რაც განაპირობა იმან, რომ ყველა თანასწორია - მასწავლებელი, მოსწავლე თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელი ყველა ერთად არის ჩართული, რათა დავინახოთ, ვინ არის რეგიონის „ეტალონი“.

დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი „ეტალონის“ ყველა პროექტს წარმატებულად აფასებს და ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეების ზრდის ტენდენციაზე საუბრობს:  

„ეტალონი“ სრულიად საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე წარმატებული პროექტია. მოსწავლეებს უბიძგებს სწავლისკენ, უფრო მოტივირებულები და წინსვლისკენ ორიენტირებულები ხდებიან. ამიტომაც პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. გარდა ჩემპიონატისა, გამოვყოფ etalon.ge-ს, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ყველა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პირველია, ვინც სიახლეებს ავრცელებს. თქვენგან ვიგებთ საგანმანათლებლო სიახლეებს. Izrune.ge შესანიშნავი პროექტია, მასშიც ვართ ჩართულები. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს და შემოქმედებით ჯგუფს, ასეთი  მამულიშვილური საქმისთვის“.

კომპანია RMG-ს სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსი დავით მენაბდიშვილის განცხადებით, მათი კომპანია ეროვნულ პროექტს ხელს უწყობს: 

„RMG უკვე მესამე წელია მხარს უჭერს „ეტალონს“, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სკოლის მოსწავლეები პროექტის დაწყებას ყოველწლიურად სულმოუთქმელად ელოდებიან. კომპანია RMG თავისი სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, სწორედ ასეთი ეროვნული და ძალიან მაგარი პროექტების მხარდამჭერია. წელს გამარჯვებულ „ეტალონ მოსწავლეებს“ საჩუქრად პლანშეტებს გადავცემთ, რათა მათ ავუმაღლოთ მოტივაცია. მე ძალიან მოხარული ვარ - ასეთი პროექტები სჭირდება ქვეყანას, მოსწავლეებს, რომ ჰქონდეთ მოტივაცია, მეტი ისწავლონ“.

„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული აინურ ელლაზოვამ დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა:

„როდესაც გავიგე მე გავიმარჯვე, გაოცებული ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სკოლას წარმატება მოვუტანე. მინდა ყველა ასეთი ბედნიერი იყოს, როგორც მე ვარ ახლა“.

გამარჯვებულ აინურ ელლაზოვას ნიჭიერ მოსწავლედ ახასიათებს მისი მასწავლებელი ანა ავალიშვილი:

„ძალიან კარგი მოსწავლეა, იმედი გვაქვს რომ სკოლას ოქროს მედალზე დაამთავრებს, რადგან ამ ეტაპზე სულ უმაღლესი ქულები ჰყავს. წარმატებული და ძალიან მონდომებული ბავშვია. ღელავდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, ვულოცავ ამ წარმატებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“, ეს პროექტი ბავშვებს აძლევს სტიმულს და ცოდნისადმი ინტერესს უღრმავებს. სიტყვები არ მყოფნის, მეც აღელვებული ვარ, ჩემს გამარჯვებულ მოსწავლესთან ერთად“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

რა ცვლილებები შევიდა თსუ-ს წესდებაში  - დეტალები ცნობილია

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

„წარმატებები ლუკას, წარმატებები ალპანის სკოლას!“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება