| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ბავშვების საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა.
ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ფრუიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები შვედი მწერლის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა.
მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, გაეცნენ მწერლის ცხოვრებას, მის მრავალფეროვან შემოქმედებასა და დაუვიწყარ ლიტერატურულ პერსონაჟებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახალისო ვიქტორინა, გაიხსენეს საყვარელი წიგნები და პერსონაჟები, ხოლო დღის დასასრულს დაიწყეს ყველასთვის საყვარელი „პეპი გრძელწინდას“ კითხვა.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წიგნი ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის წყარო, არამედ ფანტაზიის, მეგობრობის, თავისუფლებისა და სიკეთის სამყაროში მოგზაურობაცაა. ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვოცნებობთ და ვუახლოვდებით ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას