სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში - გიორგი გახარია
29-01-2020
-
+


"უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა შრომით ბაზარზე არსებული დისბალანსი აღმოფხვრას.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ის, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს, განათლების სისტემაში რეფორმირებისთვის ძირითადად, მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრას. ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში მიზანმიმართულია შრომით ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრისკენ. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვყავს, თუმცა ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომელის მოთხოვნაც, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განათლების სისტემაში დაწყებული მასშტაბური რეფორმების სერიისა პარტნიორებსა და მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რომ რეფორმის შედეგი ერთ, ორ და სამ წელში ვერ დადგება.

„განათლების და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ, ერთი წლის წინ დაიწყო სისტემური რეფორმა განათლების სფეროში. დღეს ეს რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო განათლების დონეზე და ასევე პროფესიული განათლების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს მოქალაქეებსაც და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ის რეფორმაა, რომელიც 1-2-3 წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. ამას სჭირდება სისტემური, სტრუქტურირებული და ძალზედ მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, - განცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება