სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას უპირებს მასწავლებლის სახლი პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ - „სისტემაში ახალი კადრიც მოდის“
28-01-2020
-
+


„არ შეიძლება სისტემაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამდენ შესაძლებლობას მისცემ და კიდევ ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას“, - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს განუცხადა.

„ეტალონის“ კითხვაზე, რა ელით იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც მათთვის აქამდე გაკეთებული შეღავათების მიუხედავად, სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ? - მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი გვპასუხობს:

„სისტემაში ახალი კადრიც მოდის, შესაბამისად, ჩვენ ამ კადრებსაც უნდა გავუხსნათ გზა. არ შეიძლება სისტემაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამდენ შესაძლებლობას მისცემ და კიდევ ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას.

ასეთ მასწავლებლებთან ბუნებრივია ხელშეკრულება შეწყდება ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის. თუმცა როდესაც სკოლა გამოაცხადებს ვაკანსიას და არ იქნება შესაბამისი კადრი - არის რაიონის სკოლები, სადაც შესაძლებელია არ მივიდეს კვალიფიციური კადრი, მაშინ სკოლას ექნება უფლება, ამ ადამიანთან გააგრძელოს ხელშეკრულება, თუმცა ეს იქნება დროებითი, მანამდე სანამ კვალიფიციური კადრი მივა სკოლაში“. 

პრაქტიკოს პედაგოგებს მასწავლებლის სახლმა არაერთი შეღავათი მისცა, მათ შორის 2019 წლს პირველად გამოცდაზე მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება 2-ჯერ მიეცათ, როგორც ზაფხულში ისე შემოდგომაზე. 2020 წლის ზაფხულში კი კიდევ ერთხელ შეუძლიათ გამოცდაზე გასვლა, ამასთან ბერიკა შუკაკიძის თქმით, ამჯერად მასწავლებლებს გამოცდაზე მეორედ გასვლის შემთხვევაში წინა შედეგი აღარ გაუუქმდებათ და საშუალება ექნებათ საუკეთესო შედეგი აირჩიონ. ამასთან, იმ  პრაქტიკოსებს, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების მიუხედავად 19 კრედიტქულს ვერ დააგროვებენ დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდებათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება