სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე გავლენ, წინა ტესტირების შედეგი აღარ გაუუქმდებათ
26-01-2020
-
+


ზაფხულში, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც უკვე ჩაბარებული საგნის გამოცდაზე მეორედ გავლენ, შეეძლებათ წინა გამოცდაზე მიღებული შედეგიც შეინარჩუნონ. 

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და ძველი გამოცდის შედეგები ერთმანეთს შეადარონ და რომელშიც უფრო მაღალი ქულა ექნებათ, ის შედეგი დაიტოვონ. ცენტრისვე განმარტებით, ეს კიდევ ერთი შეღავათია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სისტემაში დარჩენა და სტატუსის ამაღლება სურთ.

„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ და მიღებული აქვთ დაბალი ქულები, შესაძლებლობა მიეცემათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდა და უკეთესი ქულა მიიღონ. ანუ საშუალება ექნებათ შეადარონ ახალი და წინა გამოცდის შედეგები  და უკეთესი ქულა სადაც აქვს ის აიღონ და გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

ცნობისთვის, აქამდე არსებული წესის მიხედვით, პრაქტიკოს პედაგოგებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება უუქმებდა, მათ მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება