| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაზე განაცხადის მიღება დაიწყო და 2020 წლის 14 თებერვალში დასრულდება.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა.
პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და ის უკვე გაიარა 15.000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. პროგრამის განხორციელების პროცესში კი ჩართულია 35-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.
2017-2019 წლებში განხორციელებული კურსების გაგრძელების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:
პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და WSD პროგრამის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უპირატესობა მიენიჭება განაცხადს, რომელიც:
დანართის სახით იხილეთ: განაცხადის ფორმა, ბიუჯეტის დანართი და საინფორმაციო ბუკლეტი პროგრამის შესახებ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში