სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში 2020 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება - „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“
22-01-2020
-
+


საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50 მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის. 

პროგრამა „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში. 

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული  სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის  ინკლუზიურობაზე გაკეთდება. 

დღეს, პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების,  პროფესიული სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით,  პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აზიის განვითარების ბანკმა ვრცელი პრეზენტაცია წარმადგინა პროგრამის მოსამზადებელი ეტაპების,  პროგრამის  მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებების თაობაზე. პროექტის დეტალური  დიზაინის შემუშავება 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობასა და როლზე მოხსენება, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ წარმოადგინა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება