სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ უნდა შეინარჩუნოს მასწავლებელმა ობიექტურობა მოსწავლის შეფასებისას? - გაეცანით 3 გამოსავალს
02-02-2020
-
+


მოსწავლის სწორი შეფასება მათ სამომავლო წარმატებას განსაზღვრავს, ამიტომ მასწავლებელს ამ დროს დიდი ყურადღება მართებს.  

სწორი შეფასება სასწავლო პროცესში პოზიტიური ცვლილებებს იწვევს, შესაბამისად პედაგოგებმა მოსწავლეები უნდა გაამხნევონ, რომ მათ მაქსიმალურად კარგად გამოავლინონ, რა იციან.

გთავაზობთ სამ გზას, როგორ იყოთ შეფასებისას ობიექტურები. ამ გზებს, ალბათ, ბევრი თქვენგანი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კიდეც:

  • გზა 1: მოსწავლის შედგენილი ტესტი
მოსწავლეების შესაფასებლად მათ მიერ შედგენილი ტესტები შეიძლება გამოიყენოთ. სთხოვეთ ტესტისთვის შეკითხვები ჩამოწერონ და თქვენ საბოლოოდ მათგან ერთი კომბინირებული ტესტი გააკეთეთ. ასე მოსწავლეებს გაააქტიურებთ, სასწვლო პროცესში ჩართავთ და იმასაც დაადგენთ მასალა რამდენად კარგად გაიგეს.

  • გზა 2: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
პროექტი, რომელიც მოსწავლეთა ცოდნას გამოავლენს, შეფასების ერთ-ერთი კარგი გზაა. პროექტები შესაძლებლობას გაძლევთ განვლილი მასალა ახალს დაუკავშიროთ. თუმცა აუცილებელია გათვალოთ ეს პროექტი რეალურ ცოდნას გამოავლენს თუ უბრალოდ ნასწავლის მასალის შეხსენების საშუალებაა?

პროექტი შეიძლება მოიცავდეს ზეპირ პრეზენტაციას, დებატებს, შემაჯამებელ წერით დავალებას.პროექტი შეიძლება განახორციელოთ რაიმე თემის ამოწურვის შემდეგ.

პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ ჯგუფური ან წყვილებში სამუშაოდ დაგეგმოთ. გაითვალისწინეთ, რომ პროექტში თითოეული მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული და მათ ინდივიდუალური სამუშაო უნდა ქონდეთ, რაც საბოლოოდ თითოეული მათგანის ობიექტურად შეფასებას გაგიმარტივებთ. ასე მათ პასუხისმგებლობის გრძნობაც განუვითარდებათ.

პროექტის დასასრულს შემაჯამებელი პრეზენტაციისას ყველა მსოწავლე კარგად გამოკითხეთ.

  • გზა 3: წერილობითი პასუხები
შეფასებისთვის წერითი აქტივობის დაგეგმვა ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. მას ცოტა დრო სჭირდება და ყოველდღიურ რეჟიმშიც თავისუფლად გამოიყენებთ. თან ამ დროს მოსწავლეების წერითი უნარები კარგად ვლინდება და ხარვეზებიც კარგად ჩანს.

მოსწავლეებს ნუ შეზღუდავთ, მიეცით შესაძლებლობა ისე გადმოგცენ ნასწავლი მასალა, როგორც ეს მათ ურჩევნიათ, თემის დაწერით, ცხრილით, დიაგრამებით და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება