სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თოვლი, ნისლი, ძლიერი ქარი, ტემპერატურა -8 გრადუსი - კვირის რომელ დღეებში გაუარესდება ამინდი?
17-01-2020
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტო  უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18-20 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 17 იანვარს შენარჩუნდება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

თბილისში 17 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპერატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება