სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

წარმატების ტრადიციული ფორმულები იცვლება - 9 უნარი, რომლებიც მასწავლებლებმა ყველა მოსწავლეს უნდა გამოუმუშაონ
26-01-2020
-
+


წარმატების მიღწევის ტრადიციული ფორმულები იცვლება. პოპულარული პროფესიები შეიძლება წლების შემდეგ ყველასთვის უსარგებლო გახდეს. მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება საკმარისი აღარ არის, მოზარდებისთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა ჩვევები და უნარები ხდება.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 9 უნარს, რომლებიც მოზარდებს მომავალში დასჭირდებათ და რომლებიც მათ მასწავლებლებმა უნდა გამოუმუშაონ:

თვითორგანიზებულობა

დღეს უკვე ადამიანების დიდი ნაწილი ოფისს გარეთ, დამოუკიდებლად მუშაობს. დროის გასვლასთან ერთად მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და „თავისუფალი დასწრების“ რეჟიმზე სულ უფრო მეტი კომპანია გადავა. ასეთ პირობებში აუცილებელია მოზარდს შეეძლოს თავისი დღის ორგანიზება, თავისი ძალების ისე განაწილება, რომ ყველაფერი მოასწროს და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო ეფექტურად დაგეგმოს. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ, რომ ბავშვებს თვითორგანიზების უნარები გამოუმუშავდეთ.

ადაპტირება

ცხოვრების ქაოტურ რიტმში, სადაც გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება, ინფორმაცია ყოველწამიერად ახლდება, გეგმები კი მუდმივად იცვლება, სიტუაციებთან ადაპტირების უნარი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. 

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ საკუთარი განზრახვები, ჩვენი და სხვების ემოციები, სურვილები და ამ ყველაფრის გამოყენებით სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. ამიტომ მოზარდების ემოციურ ინტელექტზე ზრუნვა მასწავლებლებმა დროულად უნდა დაიწყონ.

ვირტუალური თანამშრომლობა

ვირტუალური ოფისები სულ უფრო და უფრო სწრაფად იქმნება და მათში მუშაობის უნარების ქონა დღევანდელ მოზარდებს, სავარაუდოდ, ძალიან გამოადგებათ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მასწავლებლები ბავშვებს არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობის ჩვევებსაც გამოუმუშავებენ.

ინტერდისციპლინარულობა

დღეს ბევრი სფერო ერთმანეთს ძალიან უახლოვდება და ისე ფართოვდება, რომ მალე მოგვიწევს არა მხოლოდ ჩვენს პროფესიაში, არამედ მონათესავე სფეროებშიც ვერკვეოდეთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენს მოსწავლეებს არა მხოლოდ თქვენი საგნით, არამედ ახლოს მდგომი სფეროებითაც დააინტერესებთ. მაგალითად, არა მხოლოდ მათემატიკით, არამედ პროგრამირებითაც, არა მხოლოდ უცხო ენებით, არამედ იმ ქვეყნების კულტურითაც, სადაც ამ ენებზე საუბრობენ.

თანამშრომლობის უნარი

დიდი პროექტების მარტო განხორციელება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ასე რომ, ნებისმიერ პროფესიაში მოზარდებს დასჭირდებათ მოლაპარაკების, პარტნიორებისა და თანამოაზრეების შეძენის უნარები. აქ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის, ასევე, იმ ადამიანების მოსმენის უნარები, რომლებიც თქვენსავით არ ფიქრობენ.

სხვადასხვა კულტურის ცოდნა

გლობალიზაციის შეუქცევად პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდეთ სხვა კულტურებს. მხოლოდ უცხო ენაზე ლაპარაკი საკმარისი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მასწავლებლებმა მოზარდებს სხვა ქვეყნების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

ცოდნის მუდმივი განახლება

პროფესიები იცვლება, ძველები ქრება, ახლები ჩნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს მუდმივი სწავლისა და განვითარების უნარები ჰქონდეთ.

პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს პრობლემებთან გამკლავება შეეძლოთ. ამისთვის მათ კომპლექსური მიდგომები დასჭირდებათ, დაინახონ დამალული კავშირები და როგორც ამბობენ, შინაარსები აბზაცებს შორის, რათა არა მხოლოდ სიმპტომის, არამედ პრობლემის მიზეზის მკურნალობაც შეძლონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება