სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იაშვილის კლინიკას ყოველდღიურად 60-80 პაციენტი მიმართავს
12-01-2020
-
+


იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია და კლინიკას დღის განმავლობაში 60-80 პაციენტი აკითხავს. უმეტესობა გრიპის ვირუსითაა დაავადებული; როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ხშირად არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, რომელიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზგოადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს და  რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია.

„ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. დღევანდელი რიცხვით, გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს. რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, ვთხოვ – მობრძანდით; ასევე დიაბეტიანებს ვთხოვ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, – აცხადებს გამყრელიძე და დასძენს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შემცირებულია.

„წინა სეზონთან მიმართებაში, უფრო მშვიდად ვართ. ახლა ცირკულირებს 80 პროცენტში „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით. ამიტომ, წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში იყო. ამაზე ციფრებიც მეტყველებს; წინა კვირაში გვქონდა 191 ახალი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22 პროცენტი, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 42 პროცენტი იყო“.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება