სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შვიდ წლამდე ბავშვებს ტყვიაზე კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ
10-01-2020
-
+


ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები აღენიშნება.

ეს სიმპტომებია: ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა...

საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.

„აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახდენს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ მოახდინონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ბავშვის ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება