სიახლეები
სიახლეები

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი 1 იავნვირდან ამოქმედდა
08-01-2020
-
+


„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი დამტკიცდა. 

კანონში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით შესული ცვლილება 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

იხილეთ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი:


მუხლი 1 

1. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესი (შემდეგომ - წესი) განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებსა და აწესრიგებს შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (შემდგომ - ცენტრი).

მუხლი 2

1. მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების საჭიროებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ - დაწესებულება) დირექტორის მიერ ცენტრის დირექტორისათვის მიმართვის შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე (შემდგომ - ცენტრის მოსამსახურე) აგროვებს/ამუშავებს აუცილებელ ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ, მისი საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სხვა არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის შერჩევის მიზნით.

2. ცენტრის მოსამსახურე უფლებამოსილია, დაწესებულებაში, კომპეტენციის ფარგლებში, გაეცნოს მსჯავრდებულის პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებულ მასალებს, მათ შორის, მსჯავრდებულის პირად საქმეში და სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაში არსებულ ინფორმაციას.

3. ცენტრის მოსამსახურე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია დაწესებულებიდან, შესაბამისი უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და მსჯავრდებულის ახლო ნათესავებიდან. 

4. ცენტრის მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ინფორმირებას შესაბამისი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის შესახებ და სთავაზობს აღნიშნულ პროგრამაში/კურსში ჩართვას. 

5. შეთავაზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში მონაწილეობაზე მსჯავრდებულის თანხმობას ან უარს ცენტრის მოსამსახურე აფიქსირებს შესაბამის ოქმში. უარის შემთხვევაში, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეთავაზოს პროფესიული მომზადებ/გადამზადების ახალი პროგრამა/კურსი.

6. მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში ჩართვასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგების შესახებ ცენტრის მოსამსახურე აცნობებს დაწესებულების დირექტორს, ცენტრს და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს (შემდგომ - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი). 

მუხლი 3

1. თუ მსჯავრდებული განაცხადებს თანხმობას შეთავაზებული პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაში/კურსში მონაწილეობაზე, ცენტრის მოსამსახურე ადგენს პროფესიული მომზადების/გადამზადების გეგმა-გრაფიკის (შემდგომ - გეგმა-გრაფიკი) პროექტს.

2. გეგმა-გრაფიკს, ცენტრთან (ხოლო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის არსებობის შემთხვევაში - აგრეთვე, მულტიდისციპლინურ გუნდთან) შეთანხმების შემდეგ, ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი. 

3. პროფესიული მომზადების/გადამზადების გეგმა-გრაფიკის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

4. ცენტრის მოსამსახურე, კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროცესის განხორციელებას, აკონტროლებს გეგმა-გრაფიკის შესრულებას, აღრიცხავს მსჯავრდებულის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროცესის ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ ინფორმაციას ცენტრის მოსამსახურე პერიოდულად წარუდგენს ცენტრს.

მუხლი 4

1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის განხორციელება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მსჯავრდებული გაყვანილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში;
ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;
გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება;
დ) არსებობს ექიმის რეკომენდაცია;
ე) დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები;
ვ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ დაწესებულებაში, სადაც შეუძლებელია პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელება უნდა განახლდეს.

მუხლი 5 

პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მსჯავრდებულის პირადი განცხადება;
ბ) მსჯავრდებულის მიერ სასწავლო ღონისძიებების არასაპატიო მიზეზით სისტემატურად გაცდენა;
დ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ე) მსჯავრდებულის გარდაცვალება;
ვ) მსჯავრდებულის გათავისუფლება დაწესებულებიდან.

მუხლი 6 

1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულებისა და შედეგების შესახებ ცენტრის მოსამსახურე აცნობებს დაწესებულების დირექტორს, ცენტრს და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე მულტიდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელს - ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორს უგზავნის გეგმა-გრაფიკსა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც დაერთვება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის საქმეს.

3. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის არარსებობისას, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულების, შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე დაწესებულების დირექტორს უგზავნის გეგმა-გრაფიკსა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს.

4. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის/კურსის დასრულების, შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ცენტრის მოსამსახურე 1 კვირის ვადაში ადგენს გეგმა-გრაფიკის შესრულების შემაჯამებელ ანგარიშს და უგზავნის ცენტრს.

5. ცენტრის მოსამსახურე უზრუნველყოფს მიმდინარე გეგმა-გრაფიკის შესრულების პროცესის შესახებ შედგენილი/შეგროვებული ინფორმაციის ელექტრონული და მატერიალური სახით შენახვას.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება