სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პატრიარქის მოწოდება - რატომ უნდა შევხვდეთ შობის დღესასწაულს ფანჯარასთან დანთებული სანთლით?
06-01-2020
-
+


6 იანვარს, ღამის თორმეტ საათზე სახლის ფანჯარასთან სანთლებს ანთებენ და ასე ეგებებიან მოწმუნეები ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

შობის ღამის ტრადიციის მიხედვით, შუაღამეს ყველა სარკმელთან თითო სანთლის დანთება მაცხოვრის შობის სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მოიხმობენ ქრისტეს, რომ იგი იშვას მათ ოჯახებსა და სულებში.

აღნიშნული ტრადიცია საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია აღდგა. უწმინდესი და უნეტარესი მრევლს ყოველ წელს ახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეთ. 

მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მრევლი შობას ტაძრებში ღამისთევით ხვდება. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება