სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობას ულევ ბედნიერებას ვუსურვებ! - ცნობილი სახეების საახალწლო მილოცვები
31-12-2019
-
+


მშვიდობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ხვავი, ბარაქა... ეს არასრული ჩამონათვალია იმ სურვილებისა, რასაც etaloni.ge-ს რესპონდენტები სრულიად საქართველოს მოსახლეობას უსურვებენ და იმასაც გვიმხელენ, თავად როგორ ხვდებიან 2020 წელს...

გია ბაღაშვილი: „სამი დღე-ღამეა სტუდიაში ვარ და „იუმორინას“ კონცერტს ვამზადებთ ეთერში გასასვლელად. დღე-ღამეს კი იმიტომ ვასწორებ, ზუსტად 31 დეკემბერს არ მომიწიოს ახალი წლის შეხვედრამ ოჯახის გარეთ. ახალ წელს ჩემს დასთან შევხვდებით ყველანი - ერთი დიდი ოჯახის ყველა თაობა, ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობას კი ულევ ბედნიერებას ვუსურვებ - სიკეთის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის“

 




  











მარინა
ბერიძე: „მხოლოდ ქართულის“ რეპეტიციებზე ვხვდები ახალ წელს... ასე ვარ, დიდ გაწამაწიაში. სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგს და ვუსურვებ იმედიან, კარგ, პროგრესულ და ევროპულ ქვეყანაში გვეცხოვროს“.




ხვიჩამაღლაკელიძე:
„წინასაახალწლოდ ყველაზე უცნაური და ორიგინალური გარემო შევუქმენი ჩემს ნანატრ ნაძვის ხეს. ეს გარემო გახლავთ - ცემენტი, „გიბსოკარდონი“, გაჯი, „შპაკლი“... და ამ ყველაფრის შუაში დგას ჩემი ბედნიერების ერთადერთი ნათელი წერტილი -  ნაძვის ხე. ახალ წელს ბათუმში ვხვდები, ოჯახთან ერთად. ბათუმელი ვარ და წარმოუდგენელია, სხვაგვარად იყოს.  სრულიად საქართველოს კი ვუსურვებ შრომისუნარიანობის ამაღლებას და საკუთარ ნაშრომზე პასუხისმგებლობის შეგრძნების მომატებას. ვისურვებდი, 2020 წლიდან ყველას ერთად, ჩემი გიტარასავით აწყობილ საქართველოში გვეცხოვროს“.


  
















ნანა
შონია: „ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები, ეწყობა სუფრა, რომელსაც ჩემი და, ცნობილი კულინარი უძღვება და მეც ვერთვები რაღაცებში. გოზინაყს  ვამზადებ და  ესაა უცვლელი ტრადიცია. წინასწარ ვიმარაგებ ტკბილეულს, ნაძვის ხეს ვაწყობ  დეკემბრის დასაწყისში და ზოგადად, ჩემს სახლში რამდენიმე ნაძვის ხეა - ერთი მოზრდილი, რომელიც მისაღებ ოთახშია, ერთი მეგობარმა გააკეთა რკინისგან და მას თავისებური მორთვა სჭირდება, სამზარეულოშიც მაქვს პატარა, შემოსასვლელშიც, რამდენიმე დღის წინ კი ჩემმა მეუღლემ ხისგან გააკეთა ნაძვის ხე და მოხატა... სულ ექვსი ნაძვის ხე მაქვს, რომლებიც დიდხანს არიან ჩემს სახლში, ხანდახან თებერვლამდეც. 2020 წელს, საქართველოს ვუსურვებ სიმშვიდეს, მინდა, ხალხმა ამოისუნთქოს, შინაგანი სიმშვიდე მოგვეპოვებინოს და მინდა, ყოველმა ჩვენგანმა გაითავისოს, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება