სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსებში გამარჯვებას ულოცავს
31-12-2019
-
+


ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ანანო სანიკიძემ და ირინე ფრუიძემ საქართველოს მასშტაბით სასკოლო კონკურსებში ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე და პოსტერების კონკურსში სახელწოდებით - „არა ბულინგს" პირველი ადგილები დაიკავეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში გამოცხადდა ორი სასკოლო კონკურსი: კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე; პოსტერების კონკურსი სახელწოდებით - „არა ბულინგს".

ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებულმა კომისიამ, სკოლების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესო ნაშრომები სამინისტროში წარადგინა, რის შემდეგაც, სამინისტროს შეფასების კომისიის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული ნამუშევრები, რომლის ავტორები გახლავთ ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კერძოდ,

კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო სანიკიძემ;

პოსტერების კონკურსში სახელწოდებით - „არა ბულინგს", აქაც პირველი ადგილი მოიპოვა, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ირინე ფრუიძემ;

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სამინისტროს მიერ, კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი სკოლას ულოცავს ამ გამარჯვებას  და მის მოსწავლეებს, უსურვებს წინსვლას და არაერთ გამარჯვებას მომავალში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება