სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა - როდიდან შეძლებენ სტუდენტები მობილობას?!
27-12-2019
-
+


თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწავლებელმა ხარვეზების სრულად გამოსწორება დამატებით 60 დღიან ვადაშიც ვერ შეძლო .

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ხვალ 15:00 საათზე შეხვდება და მათ უნივერსიტეტის სტატუსთან და მათ მიერ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.

ავტორიზაციის გადაწყვეტილება 2020 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში.

„კანონმდებლობის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადამოწმება, თუ რამდენად აგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უწყვეტ რეჟიმში ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებას.

უნივერსიტეტში მონიტორინგის პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 19 აპრილის სხდომაზე ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 60 დღიანი დამატებითი ვადა. აღნიშნულ ვადაში დაწესებულებამ ვერ შეძლო ხარვეზების სრულად გამოსწორება, რაც გახდა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი კანონით გათვალისწინებულ ვადებში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია გაუქმების საფუძველი გახდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

ავტორიზაციის საბჭოს 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულება, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც დაწესებულებაში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი. შესაბამისად, 2020 წლის 15 თებერვლამდე სტუდენტები სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ამის შემდგომ, 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც უნივერსიტეტში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი, შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიხსნება მობილობის რიგგარეშე ფანჯარა, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რიგგარეშე მობილობის პროცესში, სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მობილობის საფასურისგან. ამ და ყველა სხვა მიმდინარე პროცედურასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მზადაა ხელი შეუწყოს სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვას.

მობილობის ვადები და მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება, როგორც სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ასევე ცენტრის ვებგვერდზე. აქვე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდეთ ნებისმიერ დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება