სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა
25-12-2019
-
+


მანდატურის სამსახურის 60 თანამშრომელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის  მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მანდატურის სამსახური, ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით,  სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას დაიწყებს. მისი თქმით, სრული დატვირთვით ამოქმედდება ახალი ინტერნეტ-პორტალი befriend.mes.gov.ge, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის  შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გაგრძელდება როგორც მოქმედი მანდატურების გადამზადება, ასევე გაფართოების პროცესი. 2020 წელს მანდატურის სამსახური, დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევა.

სიტყვით გამოსვლისას,  ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მზრუნველ გარემოში მოზარდს შესაძლებლობა ეძლევა სრულად გამოავლინოს  პოტენციალი, აღიზარდოს აქტიურ  მოქალაქედ და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში.

„მანდატურის სამსახური ჩვენი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ, რადგან შეუძლებელია საუბარი განათლების ხარისხის განვითარებაზე, ახალ აკადემიურ პროგრამებზე,  ინიციატივებზე და, ზოგადად, ახალი სკოლის მოდელზე, თუკი სკოლებში ბავშვებისთვის არ იქნება შექმნილი უსაფრთხო გარემო. ეს არის უმთავრესი და აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენი ჩანაფიქრი, აკადემიური განვითარების მიმართულებით, რეალურად განხორციელდეს  სკოლებში.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მანდატურის სამსახურის ასეთი დიდი პროგრესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევებიც საკმაოდ ბევრია, დარწმუნებული ვარ,  თქვენი პროფესიონალიზმისა და, რაც მთავარია, დამოკიდებულების მეშვეობით სკოლებში არსებული გამოწვევები და პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება.

ყველაზე მთავარი აღნიშნულ პროფესიაში არის ბავშვების მიმართ დამოკიდებულება, მოსწავლეების სიყვარული და მათთვის მზრუნველი ატმოსფეროს შექმნა, რადგან ამის გარეშე ისეთი პრობლემების საფუძვლიანი მოგვარება, როგორიცაა ბულინგის პრევენცია და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები,  შეუძლებელია.

ბავშვების სკოლაში ყოფნისას თქვენ ასრულებთ მშობლის როლს, რადგან თქვენ ყველაზე მთავარს  - ბავშვის უსაფრთხოებას იცავთ", - განაცხადა მინისტრმა და გაწეული ძალისხმევისთვის, ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება