სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რელიგიის ისტორიის“ ლექციები საფრთხეს უქმნის საჯარო სკოლის რელიგიურ ნეიტრალიტეტს - ომბუდსმენის მიმართვა
25-12-2019
-
+


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სალექციო ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე სახლო დამცველი ნინო ლობჯარია საქართველოს მთავრობასა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინადადებით მიმართავს.

 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარებული საჯარო ლექციების ციკლი თემაზე - „რელიგიის ისტორია“ არ შეესაბამებოდა საჯარო სკოლების რელიგიური გაერთიანებებისგან გამიჯვნის კანონისმიერ პრინციპს.

„აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლური ქადაგების მოსმენა მოუწიათ როგორც მართლმადიდებელ პედაგოგებს, ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ლექციის მსვლელობისას ხაზი გაესვა მართლმადიდებლობის მნიშვნელობასა და უპირეტესობას სხვა რელიგიებთან მიმართებით.

დაუშვებელია, ქვეყანაში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა საგანმანათლებლო სივრცეში ინდოქტრინაციის მიზეზი გახდეს. ამასთან, ინდოქტრინაციულმა ლექციებმა არ უნდა მიიღოს ტენდენციური ხასიათი სასკოლო სივრცეში, რაც კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს საგანმანათლებლო პროცესს. ლექციათა ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესი სახელმწიფოს მიერ კონფესიური ფუნქციების შეთავსების სერიოზულ ნიშნებს შეიცავს, რაც საფრთხეს უქმნის საჯარო სკოლის რელიგიურ ნეიტრალიტეტს და მნიშვნელოვნად ზრდის პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის რისკს სასკოლო სივრცეში“,  - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - უზრუნველყოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გამიზნული სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებით და მიიღოთ ყველა ეფექტიანი ზომა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის დასაცავად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება