სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით - მანდატურის სამსახური N77 სკოლის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
24-12-2019
-
+


თბილისის N77 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, მოსწავლეებს შორის შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით მოხდა და კონფლიქტი მანდატურმა განმუხტა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ თბილისის N77 სკოლაში მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე 2 ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე, სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში.

უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა.  

ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს. დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა.

კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც რაიმე სახის აკრძალული ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.

ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლეს მიღებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ - წერია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ:
მე-11 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტი თბილისის N77 საჯარო სკოლაში - საქმეზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება