სიახლეები
სიახლეები

დაიწყება თუ არა ზამთრის არდადეგები ნაადრევად - განათლების სამინისტროს ოფიციალური კომენტარი
24-12-2019
-
+


ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიპით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ამ მოცემულობის ფონზე, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში დაგეგმილზე ადრე დაიწყება.

ხომ არ აპირებს განათლების სამინისტრო ბავშვები ნაადრევად დაითხოვოს? - ამ კითხვით არაერთმა ადამიანმა მოგვმართა, თუმცა სანამ ადრესატის ოფიციალურ პასუხს მოვისმენდით, Etaloni.ge-მ, ვითარებაში უკეთ გასარკვევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა. ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ გრიპით ავადობის მხრივ, განსაკუთრებული არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი მოსახლეობას არ აქვს:

- ჯერჯერობით საგანგაშო არაფერი ხდება. ძალიან დიდ ამბებს ნუ ავტეხთ. 

- ქალბატონო ხათუნა, ავადობის გამო სკოლებსა და ბაღებს ბევრი აცდენს და არც სამედიცინო დაწესებულებები უჩივიან პაციენტთა დეფიციტს...

- თუ ავად არიან, ბუნებრივია, სახლში უნდა დარჩნენ. ზამთარში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მატულობს; უჩვეულო არაფერია, ასეა ევროპასა და მთელ ჩრდილო ნახევარსფეროში. ასეთი პერიოდია და უნდა შევეგუოთ - გვაქვს B ტიპის ვირუსი, რინოვირუსი და შედარებით ნაკლებად, მაგრამ A ტიპის ვირუსის ორი ქვესახეობაც გვხვდება.

- ხომ არ აპირებთ, განათლების სამინისტროს მისცეთ რეკომენდაცია, ზამთრის არდადეგების ნაადრევად დაწყების თაობაზე?

- ეს საჭიროება ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია... საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, თავისი სიმძლავრეებით, შეუძლია, გაუმკლავდეს პაციენტთა ამ რაოდენობის მიღებას და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას; ამჟამად დამატებითი სოციალური დისტანცირება, ჩემი აზრით, არ იქნება ეფექტური.

- ავადობის რამდენი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, რომ მსგავსი რეკომენდაცია გასცეთ?

- სკოლების ან ბაღების დაკეტვა არ არის ჯანდაცვის სექტორის პრეროგატივა; ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო და მისი შესაბამისი უწყებები თუ ქვეუწყებები. ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, ყველა დაავადებულს გაუწიოს სამედიცინო მომსახურეობა და ჯერჯერობით ეს სისტემა არსებულ დაწოლას უძლებს, რომელიც  უფრო დაბალია, ვიდრე იყო შარშან. სიმართლე რომ ვთქვათ, უფრო მძიმე სეზონებიც გვქონია. არდადეგების ვადაზე ადრე დაწყების რეკომენდაციას კი გავცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს დაწოლას. ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ ასეთი რეკომენდაცია არ გაიცემა!

- როგორც ვიცით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტი გვქონდა, მოგვარდა ეს საკითხი?

- რამდენადაც ვიცი, კერძო სექტორს მცირე რაოდენობით აქვს ვაქცინა; ხოლო რაც შეეხება რისკჯგუფებს, სახელმწიფო განაგრძობს ვაქცინაციას და არსებულ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.

- გამოდის, ვინც ვინც რისკჯგუფში არაა, ვერ აიცრება?

- მათ კერძო სექტორს უნდა მიმართონ.

ამის შემდეგ, Etaloni.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ არდადეგების ვადაზე ადრე დაწყება მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა მოხდეს და რადგან 30 დეკემბრიდან არდადეგები ისედაც იწყება, ამ ეტაპზე ეს საკითხი არც კი განიხილება; ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებს 30 დეკემბრამდე გააცდენენ, გაცდენები არასაპატიოდ ჩაეთვლებათ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

 მასწავლებლების საყურადღებოდ - „ღირს თუ არა გასაჩივრება?“ - სააპელაციო განაცხადების წარდგენის ვადა იწურება

ცნობილია, რა ცვლილებებს გეგმავს მთავრობა სკოლებსა და ბაღებში - სტრატეგიის დოკუმენტი

ვის აქვს უფლება იყოს სკოლის მრჩეველთა საბჭოში და რა უფლება მოვალეობები აქვთ წევრებს

შეიცვლება თუ არა ბაღებში აღმზრდელთა და ბავშვთა თანაფარდობა? - სამინისტროს სამოქმედო გეგმის პროექტი

პედაგოგები 2025-2026 სასწავლო წლის სტრატეგიებს გაეცნენ - დეტალები

პიროვნება
სსიპ მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლა
 
 
დირექტორის თქმით, მოსწავლისა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა გულწრფელობით უნდა იწყებოდეს
დირექტორის ხედვით, ყველაზე ეფექტური მიდგომა მოსწავლეთა მოტივაციისთვის ბავშვებთან ახლო ურთიერთობაა
 
სკოლები
საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება