სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში მოსწავლეები პროფესიულ განათლებას მიიღებენ
22-12-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც საჯარო სკოლების ბაზაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში განაცხადა, სადაც პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ქიტიაშვილის თქმით, "საჯარო სკოლების ბაზაზე პროფესიული პროგრამების ამოქმედება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მოქნილ და სტრატეგიულ გზას წარმოადგენს".

საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები 2017 წლიდან ხორციელდება. მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი ძალები ერთდროულად 7 პროფესიაში(ელექტროობა, კონდიტერია, კულინარია, ხის დამუშავება და სადურგლო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საექთნო საქმე და ტანსაცმლის დიზიანი/კერვა) მოსინჯონ.

პროგრამაში სკოლის წარმატებული ოპერირების შემდეგ მას მიეცა პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსების განხორციელების უფლება, რომლებიც განკუთვნილია მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის. სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიაში და საფუძვლიანად შეისწავლონ პროფესიის ვიწრო ასპექტები. მიმდინარე ეტაპზე სამინისტრო მუშაობს არაფორმალური განათლების აღიარების საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომლის საფუძველზეც სასერტიფიკატო კურსების კურსდამთავრებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ იღიარონ სკოლაში მიღებული პროფესიული კომპეტენციები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კოლეჯი „იბერია“ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში ახორციელებს სასერტიფიკატო კურსებს ელექტროობის, კულინარიისა და ტანსაცმლის დიზაინის/კერვის მიმართულებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება