სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბლიც-ინტერვიუ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსის III ადგილოსან ზინიკო მოსეშვილთან
26-12-2019
-
+


ზინიკო მოსეშვილი „ხონის ეტალონი მოსწავლე“ და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედური ფინალური კონკურსის III ადგილოსანია. გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს და ზინიკოს პასუხებს, რომელიც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

1. როგორ ემზადებოდი „​ეტალონისთვის“?


ვეცნობოდი ზოგად ინფორმაციას და ბევრს ვკითხულობდი. ძალიან მინდოდა გამემარჯვებინა. მეგობრებთან პირობაც კი დავდე, რომ წელს მე გავიმარჯვებდი.

2. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც „ეტალონი მოსწავლე“ გახდი?

 ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენა მომემატა.

3. რა რჩევას მისცემდი მომავალ „ეტალონელებს“​?

 უბრალოდ სჯეროდეთ, რომ შეუძლიათ! - მთავარი ეს არის.

4. რომელია შენი საყვარელი საგანი?

ყველაზე მეტად მიყვარს ისტორია. ვფიქრობ, მასში ყველაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი ერთად არის.

5. შენი საყვარელი სიტყვა.

ჩემი საყვარელი სიტყვაა - თავისუფლება. არსებობს ოქროს სიტყვები, რომლებსაც ბავშვობიდან გვასწავლიან. მაგალითად: გმადლობ, მაპატიე, დაბრძანდი. აი, თავისუფლება კი ვერცხლის სიტყვაა.

6. რისი მიღწევა გსურს?

მინდა ვიყო ის ადამიანი,  ვინც ბავშვობაში მინდოდა გავმხდარიყავი. ეს არის ჩემი მიზანი. პატარები ყველაზე სუფთად და კარგად გრძნობენ ყველაფერს.

7. ვინ გინდა იყო პროფესიით? რატომ?

 ჩემი მომავალი პროფესია გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ კინოხელოვნება მიტაცებს და ამ კუთხით განვითარებაზე ვფიქრობ.

8. რას თვლი შენს ძლიერ და სუსტ მხარედ?

ძლიერ მხარედ ვთვლი იმას, რომ ვარ პირდაპირი და მებრძოლი ადამიანი. არ მიყვარს უსამართლობა და არასოდეს შევეგუები მას. რაც შეეხება სუსტ მხარეს - მარტივად მწყინს.

9. რა არის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?

ძალიან მიტაცებს მოკლე მოთხრობების წერა. ჩემთვის ეს ერთგვარი ხერხიც არის, რომ საინტერესო ისტორიები არ დამეკარგოს.

10. რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?

 თომას ჰარისი -„კრავთა დუმილი“.

11. შენი საყვარელი მწერალი.

ერთი საყვარელი მწერალი არ მყავს, ბევრი მიყვარს. მაგრამ გამოვარჩევდი: სტივენ კინგს, ასტრიდ ლინდგრენს, ჰარპერ ლისა და გოდერძი ჩოხელს.

12. შენი საყვარელო საახალწლო ტრადიცია.

ახალი წელი ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს და ყველა ტრადიცია მომწონს, რაც მას უკავშირდება. თუმცა ჩემთვის  განსაკუთრებული მაინც ნაძვის ხის აწყობაა, ერთი თვით ადრე ვრთავ ხოლმე. ასევე, ძალიან მიყვარს გოზინაყი, ყველაზე გემრიელი ტკბილეულია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება