სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ​გამოცდის აპელაციისთვის გადახდილი თანხების დასაბრუნებლად 1 თვე გაქვთ - იხილეთ ვადები და პროცედურები
21-12-2019
-
+


მასწავლებელთა ​ გამოცდის აპელაციისთვის გადახდილი თანხების დაბრუნების ვადები ცნობილია. აპლიკანტებს ამისთვის 1 თვე აქვთ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

აპელაციისთვის გადახდილი თანხა იმ პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს დაუბრუნდებათ, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება.

ნაშრომების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადები მიიღება 19 დეკემბრიდან 20 იანვრის 18:00 საათამდე:

ქ. თბილისში - მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9; რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);

აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;

ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის   დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის საფასური გადახდილია:

საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის    ანგარიშზე;

გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით);

საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.

ცნობისთვის, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ხელახლა გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს. 

წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.

იხილეთ ასევე:

ნაეკი“ მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს - მოძებნეთ თქვენი თავი სიაში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება