სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის N100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს
17-12-2019
-
+


თბილისის მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

საქმე ეხება 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რასაც წინ „მწვანე სკოლაში“ დატოვებული წარწერის გამო, პოლიციაში მისი დაკითხვა უძღვოდა. 

„ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც 15 წლის დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.

სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული ძალიან სამწუხარო ფაქტის - 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაში და პირველ რიგში, იმედს გამოთქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდებ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220 (3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220 (3335).  ცხელი ხაზის ნომრები განთავსებულია როგორც მანდატურის სამსახურის საიტზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ცნობისთვის, „მწვანე სკოლის“ ყოფილ და N100 საჯარო სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა და საცხოვრებელი კორპუსის მე-9 გადმოხტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სუიციდის მცდელობამდე  არასრულწლოვანი პოლიციაში დაკითხეს, რაც „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე საღებავებით დატოვებულ წარწერებს უკავშირდება. კედლებზე წითელი საღებავით დატოვებული წარწერების გამო, სკოლის ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. 15 წლის მოზარდი პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ამოიცნო. პოლიციაში რამდენიმე გამოკითხვის შემდეგ მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება