სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა
17-12-2019
-
+


მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია.  ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 


პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა, გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ხელახლა გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს. შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კრედიტქულებთან და სტატუსთან დაკავშირებით კი - „მასწავლებლის სახლს“.


შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე, გასულ წელთან შედარებით, ახალ პროფესიაში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია 13 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით - თითქმის 23 %-ით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება