სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაძიებელი მასწავლებლები კოლეჯებში დასაქმდებიან - „შანსი აქვს ყველას“
21-12-2019
-
+


2020 წლიდან პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც სტუდენტს კოლეჯის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, პროფსასწავლებლებში, მასწავლებლების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მიმდინარეობს.

ვის აქვს შანსი, პედაგოგად დასაქმდეს? - როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ სხირტლაძე აცხადებს: „ამ მომენტისთვის, იმდენად მსუბუქია დაწესებული მოთხოვნები, შეიძლება ითქვას, შანსი აქვს ყველას, ვისაც შესაბამის დარგში გარკვეული გამოცდილება ან კვალიფიკაცია გააჩნია. მათ შეუძლიათ მიმართონ კოლეჯს და შესთავაზონ საკუთარი კანდიდატურა“.

რაც შეეხება სრული ზოგადი განათლების კომპონენტს, რომლის ჩაშენებაც ახლა დაიწყო პროფესიული განათლების სისტემაში, აქ მოთხოვნები გაცილებით მკაცრია, თუმცა, თუ პედაგოგს საგნობრივი გამოცდები წარმატებით აქვს ჩაბარებული, შეუძლია მუშაობა პროფსასწავლებელში დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს ეხება მაძიებელ მასწავლებელსაც.

„ეს რესურსი გამოვიყენეთ კოლეჯებში და კონკურსი კიდევ რამდენიმე ეტაპად გამოცხადდება, თუმცა ვიმეორებ - მასწავლებელს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს გამოცდები და ასევე ჰქონდეს კრედიტქულები“, - აღნიშნავს თამარ სხირტლაძე. 

შესაბამისად, მაძიებელ პედაგოგებს, რომლებიც საკუთარ რიგს ელიან და ჯერჯერობით ვერ საქმდებიან,საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება.

„მას შემდეგ, რაც დასაქმდებიან კოლეჯში, ისინი ხდებიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დაექვემდებარებიან პროფესიული განათლების ფარგლებში არსებულ ყველა მოთხოვნას“, - აცხადებს Etaloni.ge-სთან თამარ სხირტლაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება