სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა
17-12-2019
-
+


პორტუგალიაში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის - „EMYA”-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ხელოვნების სასახლე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 2 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum ევროპის კონტინენტის წამყვანი სამუზეუმო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას, სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.
 
EMYA (European Museum Year Award) - ევროპის წლის მუზეუმის პრემია - ევროპის საბჭოს ეგიდით 1977 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების გამოვლენასა და აღიარებას ევროპის სამუზეუმო სივრცეში, ხელს უწყობს ევროპის მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და, ზოგადად, ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება