სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავიცვათ ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში - გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები
17-12-2019
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დასაცავად რეკომენდაციებს ავრცელებს და აცხადებს, რომ პოლიციის კადრები უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა. 

"გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამკვიდრებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომას და ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა",- ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვზე მორგებული მიდგომების დანერგვა აუცილებელია:

  • პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი.
  • უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს  ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან.

აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზნით, რათა დაინერგოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება