სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
16-12-2019
-
+


ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება. 250 მოსწავლეზე გათვლილ ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობისთვის 11 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ბათუმის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. 

„დღეს ბათუმში დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. აქ აშენდება კომაროვის სკოლის ფილიალი, ასევე პროფესიული კოლეჯი, მულტიფუნქციური სივრცე. აქ იქნება სპორტული მოედნები, რაც ყველა პირობას შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდებს, რომ კარგად ისწავლონ, დაეუფლონ ცოდნას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ მოვიწვევთ ჩვენს სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც შეხვდებიან მოსწავლეებს და დიდი იმედი გვაქვს რომ მოსწავლეებში გაიღვიძებს მეცნიერებისადმი და შემოქმედებითი აზროვნებისადმი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქი იქნება უაღრესად წარმატებული. ასეთი ქალაქები აშენდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მინდა მივულოცო აჭარას, ბათუმს და მთელ საქართველოს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალზე.

უწყების ცნობით, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ბათუმის „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქების“ მშენებლობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება