სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის რესურსცენტის უფროსმა „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ საკუთარი ხელფასი სტიპენდიის სახით გადასცა
16-12-2019
-
+


ქუთაისის რესურსცენტის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ მარიამ მებუკეს სტიპენდიის სახით თავისი ხელფასი - 1000 ლარი გადასცა. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედურ ფინალურ კონკურსზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, „ქუთაისის ეტალონი მოსწავლისთვის“ ხელფასის სტიპენდიის სახით გადაცემა უკვე ტრადიციად იქცა.

„პირველ რიგში, მე ვარ ამაყი, რადგან წარმოვადგენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს. დღეს ჩვენი ეტალონი-მოსწავლე ქუთაისის აკაკი წერეთლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, იმ სკოლის, სადაც დადიოდნენ აკაკი წერეთელი, პაოლო იაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე... სადაც იქმნებოდა საქართველოს ისტორია. საამაყოა, როდესაც დადიოდნენ და დღესაც დადიან გამოჩენილი, წარმატებული მოსწავლეები.

დღეს მინდა მარიამ მებუკეს მივესალმოთ და როგორც შარშან, ტრადიციად დავამკვიდრეთ, „ქუთაისის ეტალონის მოსწავლეს“, მიუხედავად იმისა, რა შედეგი ექნება დღევანდელ კონკურსში, გადავცე ჩემი - ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის პირადი ხელფასი, სტიპენდია - 1000 ლარის ოდენობით“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ამის შემდეგ, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ უპირველეს ყოვლისა, ეროვნულობას, სიყვარულსა და განათლებას ასწავლის.

„არ შემიძლია პროექტის შესახებ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა. ეს პროექტი არის გასაოცარი, ბატონო გოჩა, დიდი მადლობა ამისთვის. პროექტი უპირველეს ყოვლისა გვასწავლის ეროვნულობას, სიყვარულს და განათლებას. იმას, რაც დღეს საოცრად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ყველა ადამიანს“, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას მაია ცქიტიშვილმა.

14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. 

ღონისძიებას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და ინოვაციურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება