სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეს კვირა რთული მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება - საკრალური დღე, როცა ერთი რიტუალი აუცილებლად უნდა ჩაატაროთ
22-12-2019
-
+


22 დეკემბერს არის მზებუდობა - მზე ასრულებს ერთ წრეს, ეს არის მისი კვდომის და ახლის თავიდან დაბადების დღე. ეს არის საკრალური დღე და ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევაა, რომ აუცილებელად  ჩაატაროთ ერთი რიტუალი. 

რიტუალი კი ასეთია: აიღებთ ზარს, ზედ ქსოვილს ჩამოაცვამთ, რათა მოგუდული ხმა ჰქონდეს. საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ დადიხართ და მადლობას უხდით წინა წელს ყველაფრისთვის. 

კვირას მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაც არის, როცა მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში. შემდეგი ერთი თვე წარმატებული იქნება ის, ვისაც ექნება მოთმინება და ორგანიზებულობა. 

გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ, ფორტუნა თქვენს მხარესაა. სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე კვირა გელით. 

კურო - კოლეგებთან და ახლობლებთან ცოტა დაძაბულობა გექნებათ, ყველანაირ კამათს მოერიდეთ. საქმიანი კუთხით კარგი კვირაა, შეიძლება ახალ პროექტში ჩაერთოთ. 

ტყუპები - თქვენი მთავარი პრობლემაა - არ ენდოთ კოლეგებს, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რაც მათგან მოდის. საქმეში კარგი კვირა გექნებათ. 

კირჩხიბი - საინტერესო პერიოდი გაქვთ. თუ სარისკო მოქმედებებს და ზედმეტ დატვირთვას მოერიდებით, მაშინ ეს დრო ერთ-ერთი საუკეთესოა. ახალ რომანტიული ურთიერთობის დაწყების შანსი გაქვთ.

ლომი - თქვენი მთავარი პრობლემა, სიზარმაცისკენ მიდრეკილებაა. თუ ამ სიზარმაცეს დაძლევთ, საუკეთესო პერიოდი გექნებათ. 

ქალწული - ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში. ეს კვირა ყველაზე რთული თქვენთვის იქნება. 

სასწორი - ელეგანტური, შარმიანი და დიპლომატიური. შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიზიდოთ, რომ ეს გახდეს თქვენი წარმატების საწინდარი. თუ გაქვთ იდეები, მიდით უფროსთან და თამამად წარუდგინეთ. 

მორიელი - ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ გადაიტვირთებით. არჩევანის დროს ფრთხილად იყავით, რადგან ემოციურობა და აგრესიულობა მაღალია. კვირის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება მდგომარეობა. 

მშვილდოსანი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ. ქარიზმატული და ენერგიული ხართ. ყველა სახის იდეები რეალიზება, ყველა სახის პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება ამ კვირაში გელით. 

თხის რქა
- გამოდიხართ მძიმე პერიოდიდან, ამ კვირაში აქტიური ხდებით. ნუ დაკარგავთ ამ პერიოდს. საინტერესო იდეები, ადამიანები და შეთავაზებები გელით. 

მერწყული - კარგი პერიოდია, თანაგრძნობას გრძნობთ ყველა მხრიდან. იდეების რეალიზებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. სწორად გადაანაწილეთ საქმეები, იდეების რეალიზება ამ კვირაში უნდა მოასწროთ. 

თევზები - ოპტიმიზმით განეწყვეთ. ხელს გიშლით ზედმეტი ფანტაზიები, ნუ შეიქმნით ილუზიებს. თუ ამას დაძლევთ, წარმატებული კვირა გექნებათ. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება