სიახლეები
ინტერვიუ

რომელ პროფესიულ სასწავლებლებშია უფასო სწავლება
19-12-2019
-
+


იყო დრო, როცა უმაღლესი განათლების მიღება აუცილებლობა იყო, ხოლო პროფესიული სასწავლებელი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნეოდა; მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია პროფესიული განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ სახელდება და მთავრობაც დიდ ყურადღებას უთმობს მის განვითარებას, ადვილი არაა, საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა. არადა, 2020 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რომელთა შესახებ Etaloni.ge- პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, თამარ სამხარაძე ესაუბრება:

- ჩვენი მიზანია,  პროფესიული განათლება იყოს ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. ეს ერთიანობა გულისხმობს, როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ კავშირებსა და ბმას, როგორც ზოგად, ისე უმაღლეს განათლებასთან. პროფესიულ განათლებას აქვს მრავალმხრივი შესაძლებლობა და როცა მთავრობა საუბრობს, რომ ამ სფეროს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს, ეს ნიშნავს ყველა ამ ასპექტის განვითარებას.

- არც ისე დიდი ხნის წინ პროფესიული სასწავლებელი არაპრესტიჟულად მიიჩნეოდა.

- ახლა ფუნდამენტურად განსხვავებული დამოკიდებულება და სისტემაა; ადრე პროფესიული განათლება ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იყო მათთვის, ვისაც სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრება არ ჰქონდა. დღეს არავინ ეუბნება მოზარდს, რომ პროფესიული განათლება დაბალი აკადემიური მოსწრების გამო უნდა მიიღოს; პირიქით, ჩვენი მიზანია, დავემსგავსოთ იმ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მოზარდი სკოლებშივე ყალიბდება შრომის კულტურა. შედარებისთვის რომ ვთქვათ, ადრე სირცხვილად განიხილებოდა, თუკი ვინმე ფიზიკურად შრომობდა, დღეს კი  ე.წ ჰენდმეიდ ნივთები ძალიან ფასობს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 15 წლის განმავლობაში, პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, მოზარდს მივცეთ სრული ზოგადი განათლება და ისე გავუშვათ შრომის ბაზარზე.

- რატომ გახდა საჭირო ზოგადი განათლების ინტეგრირება პროფესიულ სასწავლებლებში?

- რათა არ გვქონდეს ჩიხური საგანმანათლებლო სისტემა და ნებისმიერმა ადამიანმა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, შეძლოს განათლების მიღება; შრომის ბაზარი არ ითხოვს მხოლოდ ტექნიკურ უნარებს,  ადამიანს უნდა ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის,  ადეკვატური რეაგირების უნარი. ეს სამწლიანი პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვზარდოთ ბევრად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, მეორეს მხრივ კი მოზარდებს მივცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე განაგრძონ.

- ქალბატონო თამარ, გვყავს კი ამდენი სპეციალისტი, რომ პროფესიული განათლების მსურველთა მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ?

- პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს გამოწვევა გვაქვს. პრიორიტეტულია, რომ მასწავლებლები, რომლებიც პროფესიას ასწავლიან, მოწვეულები იყვნენ კერძო სექტორიდან, და მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორიც დაინტერესებულია, მეტი თანამშრომელი ჩართოს.

- მათ კომპეტენციას ვინ ამოწმებს?

- კერძო სექტორიდან მასწავლებელს აქვს დარგობრივი ცოდნა, თუმცა პედაგოგიკაში გამოცდილება არ გააჩნია; ამიტომ მასწავლებლის სახლს აქვს პედაგოგიური კურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის; ასევე არის გადამზადების ტრენინგები, კომპეტენციის შეფასებას რაც შეეხება, ამ მიმართულებით სისტემა ჯერ განვითარების პროცესშია. მსოფლიო ბანკი, დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, ერთ წელში პროექტი დასრულდება და ჩვენც მივიღებთ გამართულ სისტემას.

- ქალბატონო თამარ, საქართველომ ის ეტაპიც გაიარა, როდესაც სამედიცინო კოლეჯები სოკოებივით იყო მომრავლებული და შედეგად მივიღეთ ნახევარფაბრიკატი ექიმები. კვლავ ხომ არ დავდგებით მსგავსი გამოწვევის წინაშე?

- განათლების სფერო არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური კონტექსტებიდან განყენებულად. იგივე მოხდა 90-იან წლებში - როცა განათლების სფეროზე აისახა ყველა ნეგატიური მოვლენა, პროფესიული განათლება კი გახდა მოკლე გზა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად - კოლეჯდამთავრებული ირიცხებოდა სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსზე. თავის დროზე სწორედ ამიტომ გამოვაცალეთ თავის დროზე პროფესიული განათლებას ზოგადი განათლების კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობაზე და ექსპერტებიც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩიხში შეგვიყვანდა, თუმცა იმ მომენტისთვის ჩვენთვის უმთავრესი იყო, დემორალიზებული სისტემა გათავისუფლებულიყო კორუფციისგან. ვიცოდით, ეს დააზარალებდა საქართველოს იმიჯს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, მაგრამ მაშინ ასე გადავწყვიტეთ და მხოლოდ ახლა, ამდენი წლის შემდეგ შევძელით, შეგვექმნა კანონი, რომელიც ამ პრობლემას შეხედავდა თვალებში, აღიარებდა, რომ გვაქვს ჩიხური მდგომარეობა და უზრუნველყოფდა მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობას.

გამოწვევები, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, სწავლების ხარისხიც იხვეწება წლიდან წლამდე, ის მოთხოვნები კი, რომელსაც კოლეჯებს ფუნქციონირებისთვის ვუყენებთ, სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან.

სასწავლებლებიც კარგად იაზრებენ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ; ამიტომ რამდენიმე კოლეჯმა ჩათვალა, წელს არ იყო მზად და კიდევ სჭირდება დრო ავტორიზაციის მოსაპოვებლად.

- ავტორიზაციას რაც შეეხება…

- გვყავს ავტორიზაციის ექსპერტები, თუმცა სამომავლოდ ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირება და ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შექმნაც იგეგმება. სტანდარტები, რომლებიც დამტკიცების ეტაპზეა, ძალიან მკაცრია, ერთი წლის ვადას ვაძლევთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა მოახდინონ თვითშეფასება და შემდეგ დავიწყებთ გადაწყდება, რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ავტორიზაციის საბჭოს რაც შეეხება, წლიდან წლამდე იხვეწება მიდგომები, სამუშაო პრინციპები, და გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.

- სწავლების საფასურიც ერთგვარ გაუგებრობას იწვევს და იქნებ აგვიხსნათ, რა შემთხვევაში იხდის სტუდენტი თანხას?

- სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა არის სრულიად უფასო, სტუდენტები დგანან სხვა საჭიროების წინაშეც - ესაა საცხოვრებელი, ტრანსპორტის პრობლემა... გვაქვს გარკვეული მექანიზმები, როდესაც დამატებითი სერვისების შეთავაზებაც ხდება; რაც შეეხება კერძო კოლეჯებს, წელს პირველად, დაფინანსდებიან სტუდენტები იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით  - ტურიზმი, მომსახურების სფერო, ინფორმაციული ტექნოლოგიები - რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე. იმავდროულად, კოლეჯებს რჩებათ უფლება, დამატებითი საფასური დააწესონ.

- თუ არსებობს გადასახადის ზედა ზღვარი?

- მთავრობის დადგენილებით, თითოეული პროგრამის მოდული განფასებულია, თუმცა კოლეჯს შეუძლია დანამატი დააწესოს ერთი მოთხოვნის გათვალისწინებით - აპლიკანტი უნდა იყოს კარგად ინფორმირებული ამ ყველაფრის შესახებ. თანხაზე შეზღუდვა არ აქვთ, თუმცა წელს სახელმწიფოს მხრიდან პირველად მოხდება თანადაფინანსება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ციფრული წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ასევე გაიზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
ბოლოს, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „წიგნი მეგობარია, რომელიც არასოდეს გიღალატებს!“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება