სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ზამთრის ბოლომდე და რამდენით მოიმატებს საშუალო ტემპერატურა? - ცივი სეზონის სრული პროგნოზი
06-01-2020
-
+


ზამთრის სეზონზე, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება. ნალექების რაოდენობა კი საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი. 

ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზში. აღნიშნული პერიოდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს. 

ექსპერტების დასკვნით, 2019-2020 წლის ცივი სეზონის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე მომავალი ზამთრის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. 

„მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში. 

სპეციალისტების განმარტებით ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0 მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს. 

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ -ს შეადგენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება