| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის ციხის ციტადელზე ღონისძიება „შენი სამაგიდო თამაში“ ახალგაზრდული გაიმართა. აქტივობა ახალგაზრდებისთვის კლუბის SKYE New Possibility-ის პროექტის ფარგლებში მოეწყო.
14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშში ჩართვის და დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. წარმოდგენილი იყო 15-მდე თანამედროვე და პოპულარული სამაგიდო თამაში - „Spot it“, „Dixit“, „Odd World“, „Codenames“ „Age of War“ და სხვა.
პროექტი „შენი სამაგიდო თამაში“ ახალგაზრდული კლუბის SKYE New Possibility-ის ინიციატივით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ა(ა)იპ ახალციხის ციხესთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სარეაბილიტაციო ცენტრ „ტალითა კუმთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა