სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გექნებათ გრძელი ტექსტი შესვენებების გარეშე და 8 დავალება უნდა გააკეთოთ“ - უცხოური ენის მეორე მოსმენითი დავალება განსხვავებული იქნება
11-12-2019
-
+


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტებში მეორე მოსმენითი დავალება, რომ ემატება აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია. თუმცა, კონკრეტულად, რით იქნება განსხვავებული აღნიშნული დავალება,  დეტალებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე პირველად განმარტავს. 

როგორც ტყემალაძე აცხადებს, ტესტში შესული ცვლილებების გამო, მოსმენის დავალებების ქულათა რაოდენობაც იზრდება.

„უცხოური ენის გამოცდებში მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ტესტებს ერთი მოსმენის დავალება ემატება, რომელიც განსხვავებულია იმ მოსმენის დავალებისგან, რომელიც წინა წლებში გვქონდა. თუმცა არ ვიტყვი რომ ეს არის დრამატული განსხვავება, რადგან მოსმენის უნარი 4-5 წელია გამოიცდება და შედეგი ყოველთვის არის ნორმალური და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მეორე მოსმენითი დავალება შემოგვეტანა სამაგიეროდ ამოვიღეთ ის დავალება რომელიც ვთვლით რომ მოძველებულია. ეს არის სწორია/არასწორად დებულებებზე მოცემული დავალება.

აბიტურიენტებს მოსმენის დავალებაში ექნებათ გრძელი ტექსტი შესვენებების გარეშე და პარალელურად რვა დავალება უნდა გააკეთონ. მოისმინონ და მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით თან დავალებები აკეთონ.

ტექნიკურად ცვლილება არ იქნება. არც ჩვენ მოგვიწევს ტექნიკურად რაიმე სიახლის შემოტანა და არც აბიტურიენტებს მოუწევთ დამატებითი ვარჯიში, უბრალოდ ერთის ნაცვლად იქნება 2 მოსმენის დავალება და თუ ადრე მოსმენის დავალებების ქულათა რაოდენობა იყო 10 ახლა იქნება 18“, - განაცხადა „რადიო იმედთან“ საუბრისას რუსუდან ტყემალაძემ.

იხილეთ ასევე:  ყველა სიახლე, რაც 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის უნდა იცოდეთ - ინფორმაცია და ტესტის ნიმუშები აბიტურიენტებისთვის

2 ცვლილება, რაც 2020 წელს ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში იქნება - ახალი ფორმატის ნიმუში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება