სიახლეები
საინტერესო

ვის მოუტანს ფინანსებს და სიყვარულს ვირთხის წელი? - ზოგი „იშვიათ მარგალიტს“ ნახავს, ზოგი მთებს გადადგამს...
31-12-2019
-
+


2020 წელს ვირთხის წელს ველოდებით, ეს მამრობითი სქესის მეტალის ვირთხის წელია და ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს დადგება. ლითონის ფერი ჩინურ ჰოროსკოპში თეთრს ან ოქროსფერს უკავშირდება. ამიტომ, 2020 წელს ასევე უწოდებენ თეთრი ვირთხისა ან ოქროს ვირთხის წელიწადს.

ვირთხა პირველი ცხოველია 12 ჩინურ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელიც ახალ ციკლს ხსნის. ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში მოძებნეთ საკუთარი დაბადების წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და გაიგეთ, რას მოგიტანთ ვირთხა ახალ წელს.

ვირთხა


ეს თქვენი წელია. ვირთხის წელში დაბადებულებს სასიკეთო პერიოდი გელოდებათ. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის გეგმები გაქვთ, ამ წელს წამოწყებული ნებისმიერი საქმე თქვენს სასიკეთოდ დაგვირგვინდება. 2020 წელი მიზნების მისაღწევად შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

რა საქმეშიც 2019 წელს ენერგია ჩადეთ, შედეგს 2020 წელს გამოიღებს. ამ წელს აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინაშე ყველა კარი გაიხსნება.  ყველა მიზნის მიღწევას შეძლებთ, მაშინაც კი, თუ გარკვეული საკითხები შეუძლებლად მოგეჩვენებათ.

სიყვარული 

დაოჯახებულებს სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორთან სტაბილური წელი გელოდებათ. პარტნიორულ ურთიერთობაში შეიძლება მოგიწიოთ კომპრომისზე წასვლა, რომ არ დაანგრიოთ ურთიერთობა.

მარტოხელები არჩევანის წინაშე დადგებიან, ამიტომ მეტი დაფიქრება მართებთ.

ფული/კარიერა

ეს წელი საშუალებას მოგცემთ, ახალ პროფესიაში მოსინჯოთ ძალები. ფინანსური თვალსაზრისით უკეთესი შანსები მოგეცემათ. შესაძლებელია არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ.

გააღრმავეთ ურთიერთობები. წელს თქვენი ინიციატივები წარმატების და ფულის მომტანია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ნუ გადაიხდით ფულს უსარგებლო ნივთებში, ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.

ჯანმრთელობა

კარგია თუ ვარჯიშს მეტ დროს დაუთმობთ, ფიზიკური აქტივობის დროს მეტი იდეა გაგიჩნდებათ. გადაწყვეტილება ყოველთვის მიიყვანეთ ბოლომდე.  

 

ხარი


ხარის წელში დაბადებულებს მოგიწევთ, უარი თქვათ ძველ პროექტებზე. ამ წელს თქვენი ძლიერი მხარე კომუნიკაცია იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ, განავითაროთ ურთიერთობები და თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო ოპტიმისტური გახდება.

2020 წელს თქვენ იგრძნობთ, რომ მთების გადადგმა შეგიძლიათ, ამიტომ ენერგია მნიშვნელოვან პროექტებს მოახმარეთ.

რაც გასულ წელს გაბრკოლებდათ, ყველაფერი წარსულში დარჩება. თქვენ შეძლებთ რთული გზის მარტივად გავლას. თქვენი დაუღალავი შრომით შეძლებთ, რომ მიზანს მიაღწიოთ. უარი თქვით მოძველებულ პროექტებზე.

სიყვარული

დაქორწინებულებისთვის ოჯახში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი. განსაკუთრებით გამოიჩინეთ სიფრთხილე მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. პრობლემების გადასაჭრელად, ორივე პარტნიორს რამდენიმე კომპრომისის გაკეთება მოუწევს, წლის ბოლოს პარტნიორული ურთიერთობები დასტაბილურდება და დაფასდება. ისინი შეძლებენ, დაივიწყონ წარსული უკმაყოფილებები და საყვარელ ადამიანთან ერთად იმოგზაურონ. შვებულებისთვის კარგი პერიოდია ივნისისა და ოქტომბერში.

ხარის წელში დაბადებულებს ექნებათ ვნებიანი სასიყვარულო ცხოვრება, თუ ისინი მეტ დროს დაუთმობენ პარტნიორს. რომანი და ვნება წელს თქვენი თანმდევი იქნება.

ფული/კარიერა

რაც მეტად გაუფრთხილდებით ურთიერთობებს, მით მეტად წარმატებული იქნებით. დარწმუნებული იყავით, რომ წელს ყველა პრობლემას მოაგვარებთ. თქვენი ხელმძღვანელობა ახალ პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ, რომელსაც მშვენივრად გაუმკლავდებით.

თქვენ ჩამოაყალიბებთ მომავალი წარმატების გეგმებს და განვითარდებით, სასიკეთო სიახლეები კარიერაში განსაკუთრებით მაისის თვეშია მოსალოდნელი. უფრო მეტად დალაგდება სოციალური, პროფესიონალური, შემოქმედებითი თუ საქმიანი ურთიერთობები და თქვენთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიღება.

სიფრთხილე გმართებთ ფულის ხარჯვასთან, თუმცა ამ წელს შეიძლება დიდი ხნის წინ გასესხებული ფული დაგიბრუნდეთ, ასევე შეიძლება მცირე მემკვიდრეობა მიიღოთ.

ჯანმრთელობა

თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა იქნება ძლიერი და  სტაბილური, თუმცა შემოდგომაზე შესაძლოა სამკურნალო დიეტის დაწყება მოგიხდეთ.

ვეფხვი


ვეფხვის წელში დაბადებულებს 2020 წელს საშუალება მოგეცემათ, შეასრულოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტები. თქვენ დაგჭირდებათ მეტი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა და სიმტკიცე.

შეგიძლიათ დაიწყოთ სახლის ყიდვაზე ფიქრი. ასევე შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოში. კარგი იქნება, თუ თქვენს ბიზნესზე იფიქრებთ.

ეს წელი კარგია საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, მოუსმინეთ საკუთარ თავს და მიყევით საკუთარ ფიქრებს. თქვენთვის ცუდი პერიოდი წარსულში დარჩა, ისევ დაიბრუნებთ სიტუაციაზე კონტროლს.

2020 წელი გაიძულებთ, იმოქმედოთ, გადაწყვიტოთ, გაარკვიოთ. საუკეთესო პერიოდია წინსვლისთვის, ასე, რომ ეს შანსი გამოიყენეთ.

სიყვარული

მარტოხელებს ახალი ნაცნობების შეძენა გელით, თუმცა გირჩევთ, ფრთხილად მოეკიდოთ ახალ ურთიერთობებს. ზაფხულის პერიოდში ახალი ემოციები გელოდებათ. მოგიწევთ გასულ წელს მიღებული ცუდი გამოცდილება გააანალიზოთ. ამ პერიოდში მიენდეთ ინტუიციას სანამ ახალ ურთიერთობებს დაიწყებთ.

დაოჯახებულები 2020 წლის დასაწყისში მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან. შეიძლება თავი მარტოსულად იგრძნოთ, რაც დეპრესიისკენ გიბიძგებთ. მოთოკეთ ემოციები. ურთიერთობების შესანარჩუნებლად მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა. ნუ იფიქრებთ ეგოისტურად, მოიუსმინეთ პარტნიორსაც.

ფული/კარიერა

ეს წელი კარგია პროფესიული და შემოქმედებითი კუთხით. თუ სამსახურს ეძებთ, ნახავთ „იშვიათ მარგალიტს“, რომელიც ლოდინად ღირდა. უჩვეულო, სიურპრიზებით სავსე და პოზიტიური მოვლენები გელოდებათ. მიუხედავად დაბრკოლებებისა, შეძლებთ გაუმკლავდეთ ყველა პრობლემას.

ჯანმრთელობა

2020 წელს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. თქვენი მოქმედება დადებით შედეგებს მოგიტანთ. ბევრი თქვენგანი, რომლებსაც აქამდე პრობლემა ჰქონდა საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ნერვულ სისტემასთან, დაინახავს, რომ მდგომარეობა სპონტანურად გაუმჯობესდება. ჯანმრთელობას მიხედეთ დასაწყისშივე, სანამ გაუარესდება.


კატა/კურდღელი


კატა/კურდღლის წელში დაბადებულებს ვირთხის წელი ემოციების მართვას ასწავლის. არ არის აუცილებელი წინსვლისთვის ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სტრესს მოგიტანთ.

წლის დასაწყისში, შეძლებთ პროფესიულ წინსვლას, მაგრამ თქვენი მიზნების მიღწევამდე გრძელი გზა გელით. წლის ბოლო თვეებში წინააღმდეგობებს შეხვდებით, რომლებიც განვითარებას გაიძულებთ.  

წელს მოგიწევთ ბევრი მიმართულებით მუშაობა (კარიერა, ოჯახი, ურთიერთობები). დაგეგმეთ დრო დასვენებისა და სიმშვიდისთვის, რომ დახარჯული ენერგია დროულად აინაზღაუროთ.

სიყვარული

კატა/კურდღლის წელში დაბადებულებს წლის პირველ ნახევარში ოჯახური პრობლემები გელოდებათ. თავს იმედგაცრუებულად იგრძნობთ და გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგებით. 

თქვენი ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ.

წლის მეორე ნახევარში პირადი ცხოვრება დასტაბილურდება და შეძლებთ, პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას, შესაბამისად, სიმშვიდე და სასიამოვნო ურთიერთობა გელოდებათ.

თუ საყვარელ ადამიანს გაუგებთ და ჰარმონიულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, ყველა ემოციურ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. გირჩევთ, ურთიერთობის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა ისწავლოთ, ასეთ შემთხვევაში ოჯახური იდილია გექნებათ.

ფული/კარიერა

2020 წელს დატვირთული წელი გელოდებათ. აუხსენით თქვენს უფროსს, რომ ზომაზე მეტად ხართ საქმით დატვირთული და თანამშრომლებში საქმე თანაბრად გადაანაწილოს. თუ ხელმძღვნელად მუშაობთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ასისტენტი.

კატა/კურდღლის წელში დაბადებული ზოგიერთი ადამიანი შეეცდება, გაიუმჯობესოს სოციალური, შემოქმედებითი და საქმიანი სიტუაცია. არაა გამორიცხული, 2020 წელს საკუთარი კარიერა სხვა მიმართულებით გააგრძელოთ.

ჯანმრთელობა

მომდევნო წელი თქვენთვის იმპულსური იქნება, რამაც შესაძლოა, სტრესი გამოიწვიოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებთ საკუთარი ემოციების მართვას.

წელს აუცილებელია, რომ კარგად დაისვენოთ. დაასვენეთ გონება, ძილის წინ გათიშეთ ტელეფონი, იკვებეთ ჯანსაღად, კარგი იქნება თუ მარტივ ვარჯიშებს სისტემატიურ ხასიათს მისცემთ. 


დრაკონი


გასული წელს ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. აქტიურ ადამიანებს, რომლებიც დრაკონის წელში არიან დაბადებული, დაბრკოლებების გადალახვის წელი ჰქონდათ, რამაც მათი უნარ-ჩვევების განვითარება გამოიწვია. ახლა დროა, გააანალიზოთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ამ წელს მნიშვნელოვანი პროექტებისა და იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ, მაგრამ არ იჩქაროთ, კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი, იმოქმედეთ გააზრებულად დ მშვიდად.

თქვენ არ მოქმედებთ შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ნაბიჯი გათვლილი გაქვთ, წინასწარ საზღვრავთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს გადადგმულ ნაბიჯებს, ამის გამო პროფესიონალურ სფეროში წარმატება გელით.

სიყვარული

ეს წელი წარმატებული ურთიერთობისთვის ხელსაყრელი იქნება. დრაკონის წელში დაბადებულებს მოუწევთ, გააანალიზონ წარსული ურთიერთობები, დანაშაულის გრძნობის გარეშე. მათ უნდა ისწავლონ საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე და შეინარჩუნონ ახალი ურთიერთობები. კარგი იქნება, თუ მომავალ წელს თქვენს ურთიერთობებში მეტ სილამაზეს შეიტანთ, იყავით უფრო რომანტიკულები. წლის პირველ ნახევარში პარტნიორთან კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.

ფული/კარიერა

წელს ფორტუნა თქვენს მხარესაა. თქვენს მიზნებს ამ წელს უფრო დაუახლოვდებით. თუ შრომისმოყვარე იქნებით, სამყარო უფრო წაგახალისებთ და სასიამოვნო სიახლეებს შემოგთავაზებთ. შესაძლოა სამსახურში უსამართლოდ მოგექცნენ, რის გამოც გასაკვირი არ იქნება, თუ სამუშაო ადგილს შეიცვლით, თუმცა არ ინერვიულოთ, 2020 წელი, კარიერული თვალსაზრისით სერიოზულ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

ეს წელი სიცოცხლისუნარიანობით, ენერგიულობით, სიმტკიცითა და მოქმედებით გამორჩეული იქნება. ეიფორიაში იქნებით და იგრძნობთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მართალიც იქნებით. ზუსტად ასეა, ამ წელს ყველა დასახული მიზნის მიღწევას შეძლებთ თუ სტრატეგიული ნაბიჯებით იმოქმედებთ.

ჩამოწერეთ წლის გეგმა და იხელმძღვანელეთ.

ჯანმრთელობა

წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ მოზღვავებულ ენერგიას. ეცადეთ ხშირად ისეირნოთ, განსაკუთრებით გაზაფხულიდან ხშირი კონტაქტი გქონდეთ ბუნებასთან, ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი ენერგია შეინარჩუნოთ მთელი წლის განმავლობაში.

გველი


გასულ წელთან შედარებით, 2020 წელი ბევრად უფრო ნათელი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ფოკუსირება გააკეთეთ თქვენს მიზანზე, ნუ აჩქარდებით. წლის პირველ ნახევარში ხშირად განმარტოვდით და დაისვენეთ. თქვენ გჭირდებათ ძალების აღდგენა, რომ ახალ დაბრკოლებებს მარტივად გაუმკლავდეთ.

ეს წელი საშუალებას მოგცემთ, დაფიქრდეთ, სად ხართ ცხოვრებისეულად და საითკენ აპირებთ წასვლას. თქვენ საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ წარმოგიჩენიათ და უკმაყოფილების შეგრძნება გაწუხებთ. მართლია, თავს რეალიზებულად თვლით, თუმცა გულის სიღრმეში ყველაფერი მოგბეზრდათ და ახლის ძიებაში ხართ. ეს ძალიან კარგია, 2020 წელი იღბლიანია თქვენთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი შესაძლებლობებისთვის კარს არავინ გაგიღებთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ. დაჟინებული მოქმედებებით თქვენი მიზნებისკენ მიმავალ ყველა კარს გახსნით. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა გიწევდეთ ცხოვრება, თქვენ ამ წელს შეზღუდვების ჩარჩოს დაანგრევთ და მეტ თავისუფლებას მოიპოვებთ.

სიყვარული

ამ წელს გველის წელში დაბადებულები თავს გაორებულად იგრძნობენ. თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორთან რომანტიკული და ვნებიანი ურთიერთობა გელოდებათ, თუმცა პარალელურად ახალი ურთიერთობების სურვილი გაგიჩნდებათ.

დაქორწინების საკითხს ამ წელს სიფრთხილით მოეკიდეთ. თუ თქვენი ურთიერთობა დროში გამოცდილი და გამყარებული არაა, პლანეტების განლაგება ხანგრძლივ ურთიერთობას არ გპირდებათ. დაოჯახების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღეთ, თუ თქვენც და თქვენი პარტნიორიც ძლიერი პიროვნება ხართ და ურთიერთობაც მყარი გაქვთ.

ფული/კარიერა

ამ წელს პროფესიული, შემოქმედებითი და საქმიანი კუთხით ცვლილებები გელით.

თებერვალში შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯი გქონდეთ. საეჭვო ორგანიზაციებთან ურთიერთობას ნუ დაიჭერთ, მოერიდეთ ინვესტიციას, გადამოწმების გარეშე ხელშეკრულებებზე ნუ მოაწერთ ხელს. დასვით კითხვები, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღეთ სერიოზული გადაწყვეტილებები.

შესაძლოა ახალი ნაცნობები გაიჩინოთ, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს დააფასებენ და მატერიალურ წარმატებას მოგიტანენ, შეიძლება ბიზნესპარტნიორობაც შემოგთვაზონ.

მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კარიერაში. ან არსებულ სამსახურში დაწინაურდებით და უფრო მეტად მშვიდად იგრძნობთ თავს, ან ახალი ნაცნობების წყალობით ახალ, საინტერესო კარიერას აიწყობთ.

ჯანმრთელობა

2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში იგრძნობთ სისუსტეს, ძილიანობას, მოსალოდნელია ენერგიულად გამოფიტვა.

დრო დაუთმეთ თქვენს სურვილებზე ფიქრს, დასახეთ გეგმები, მოახდინეთ ვიზუალიზაცია თქვენს სურვილებზე. ეს ყველაფერი უფრო ენერგიულს გაგხდით. გამოიძინეთ, დაისვენეთ, ხელოვნება და განსაკუთრებით მუსიკა თქვენი ენერგიის აღსადგენად ერთ – ერთი საუკეთესო საშუალება იქნება.

ამ წელს შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს ძვლოვან სისტემას. ამიტომ მიიღეთ კალციუმისა და C ვიტამინის შემცველი პროდუქტები.


ცხენი


2020 წელი თქვენთვის პროგრესის პერიოდი იქნება, თუმცა მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწეთ. ამ წელს დახარჯული ენერგია მომავალ წლებში იჩენს თავს, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ნებისყოფა.

დაგეგმეთ და ისე იმოქმედეთ, რომ ზუსტად იცოდეთ რისთვის ხარჯავთ ენერგიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დრო ისეთ საკითხებს დაახარჯოთ, რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ნამდვილად ღირებული საქმისთვის კი არც დრო დაგრჩებათ და არც ენერგია.

სიყვარული

ცხენის წელში დაბადებულებისთვის ოჯახური ურთიერთობები მშვიდობიანი და ჰარმონიული იქნება. პატივი ეცით თქვენი პარტნიორის აზრს, გაახალისეთ ინტიმური ურთიერთობები. მეტი დრო დაუთმეთ პირად ურთიერთობებს, რომ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.

მარტოხელებს გაზაფხულიდან რომანტიული და ვნებიანი ურთიერთობები გელოდებათ. ასევე ამ წელს ახალ ნაცნობებს შეიძენთ.

სასიყვარულო ცხოვრება ცხენის წელში დაბადებულებისთვის ამ წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს,  ამიტომ პიროვნულად უფრო განვითარებულად იგრძნობთ თავს და კმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლებათ, თუ პირად ცხოვრებას ააწყობთ.

ფული/კარიერა

სამსახურში კარგი რეპუტაცია გაქვთ და თქვენი სახელი ამ წელს გზას გაგიკვალავთ. ვინც სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავთ, გამორჩეული შესაძლებლობა მოგეცემათ. განსაკუთრებით კარგი პერიოდია მარტსა და აპრილში. თქვენ იქნებით კომპანიის სული და გული,  იდეალური ბოსი ან ყველაზე პატივსაცემი მენეჯერი.

ამ წელს მოგეცემათ შანსი, დადოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც პერსპექტიული აღმოჩნდება.

ჯანმრთელობა

ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი ენერგიის მაქსიმუმი დაგჭირდებათ და გადაღლას იგრძნობთ. ეს წელი კარგი პერიოდია მავნე ჩვევების დასავიწყებლად. 2020 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თქვენი გონებრივი ენერგია გასაოცრად გაიზრდება შემოქმედების თვალსაზრისით.

თხა


ეს წელი თქვენთვის ნეიტრალური პერიოდი იქნება. შესაძლოა რეალობა თქვენს მოლოდინებს არ შეესაბამებოდეს, თავს დაღლილად იგრძნობთ. დაფიქრდით, კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი და ჰიპერაქტიულობა. ორივე მათგანი დროს და ენერგიას ტყუილად დაგაკარგვინებთ.

სიყვარული

თებერვლიდან ნოემბრამდე რომანტიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კარგი პერიოდი გაქვთ. მარტოხელებს საშუალება მოგეცემათ, დაიწყოთ და გააღრმავოთ ახალი ურთიერთობები.

თხის წელში დაბადებულები პარტნიორს ტკბილი სიტყვებით მოხიბლავენ და ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდიან.

მარტოხელებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ახალ ადამიანებს გასტროლების, ფესტივალებისა და  მსგავსი ტიპის სხვა ღონისძიებებზე, ამიტომ გირჩევთ, ხშირად იყოთ ასეთ ადგილებში. იღბლიანი იქნება სოციალურ ქსელებში დაწყებული ურთიერთობაც.

ფული/კარიერა

იყავით ყურადღებით და ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან, რომ სამსახურში შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამ წელს კარიერული წინსვლა გელოდებათ, თქვენი ინიციატივები და ძლიერი უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ. განსაკუთრებით კარგი პერიოდია ამ მხრივ მარტში, აპრილსა და მაისში.

ჯანმრთელობა

იკვებეთ ჯანსაღად, გაუფრთხილდით ნერვებს. იყავით ნაკლებად ემოციური, განსაკუთრებით მოერიდეთ ფსიქიკურ დატვირთვას.

ძილი აუცილებელი იქნება თქვენი ნერვული და ემოციური ძალების აღდგენისთვის. წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მაიმუნი


2020 წელი თქვენთვის დაბალანსებული იქნება. თქვენ ეძებთ სტაბილურობას. თქვენს ცხოვრებაში ბოლო წლებში მრავალი ცვლილება მოხდა, ამ პერიოდში კი უმჯობესია მშვიდად იცხოვროთ და სტაბილურად.

ამ წელს შეიძენთ ახალ ნაცნობებს, თქვენი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. გირჩევთ, გააფართოვოთ მეგობრების წრე და გაუღოთ თქვენი ცხოვრების კარი სხვა ადამიანებს.

სიყვარული

ამ წელს მაიმუნის წელში დაბადებულებს საშუალება ექნებათ, ახალი პარტნიორები ხალხმრავალ ღონისძიებებზე გაიცნონ. სერიოზული ურთიერთობა ჯერ მეგობრობით დაიწყება, ამის შემდეგ კი რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

წლის შუა პერიოდი კარგი დროა ქორწილისთვის.

მაიმუნის წელში დაბადებულებმა უნდა დაივიწყონ საკუთარი შეცდომები და წარსული ურთიერთობები, რათა მეტი ყურადღება დაუთმონ ახალ ურთიერთობებს. წელს, მაიმუნი სარგებლობს შესანიშნავი ემოციური სტაბილურობით და შეძლებს თავისუფლად განიხილოს იდეები, მოლოდინები და პარტნიორთან ურთიერთობა.

ფული/კარიერა

თუ არსებულ სამსახურში ხელშეკრულების ვადა გავიდა, ეს არ ნიშნავს რომ უსამსახუროდ დარჩებით, პირიქით, ახალ შემოთავაზებებს ელოდეთ. თქვენი გასული წლის ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის და წარმატებას მოგიტანთ.

ჯანმრთელობა

ამ წელს ფიზიკურად ენერგიული იქნებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება. იკვებეთ დაბალანსებულად. ასეთ შემთხვევაში, წლის ბოლოს თავიდან აიცილებთ გონებრივ დაღლილობას.

 

მამალი


ემოციური წელი გელოდებათ. თუ ემოციებს ზედმეტად აყვებით, საკუთარ თავს დაკარგავთ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა გსურთ, თავგზააბნეული ხართ. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ისინი დაგანახებენ საკუთარ შეცდომებს და დახმარების ხელსაც გამოგიწვდიან, მაგრამ ვერავინ შეძლებს, გასცეს პასუხი თქვენს მთავარ კითხვას - რა გსურთ ცხოვრებაში. ეს წელი საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად გამოიყენეთ.

სიყვარული

წლის ბოლო ახალ მეგობრებს შეხვდებით. გააანალიზეთ სასიყვარულო ურთიერთობები სიღრმისეულად, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით 2020 წლის თებერვლიდან ივნისამდე. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი, მოთოკეთ ემოციები, რადგან შეიძლება ეს ძალიან ინანოთ.

სასიყვარულო სფეროში გაუგებრობები სექტემბერში მოგვარდება, შემდეგ კი მამლის წელში დაბადებულებს ჰარმონიული ურთიერთობები ელოდებათ.

დაოჯახებულებს გირჩევთ მეტი დრო გამონახოთ მეორე ნახევრისთვის, ისაუბროთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

წელს, მამლის წელში დაბადებული დაოჯახებული ადამიანებისთვის სასიყვარულო ცხოვრება უფრო სტაბილური იქნება, ისინი შეძლებენ კონფლიქტების ეფექტურად მოგვარებას.

ფული/კარიერა

წელს მოგიწევთ, მეტად აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება. დატვირთული იქნებით ახალი ცხოვრების აშენებით. ბედისწერა თქვენს მხარესაა. დიდი შანსი გაქვთ, 2020 წელს გამოიმუშავოთ იმაზე მეტი ფული, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შესაძლოა, მოულოდნელად ფულადი საჩუქარი მიიღოთ, ან სამსახურში დაწინაურდეთ და ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ.

ჯანმრთელობა

თქვენი სხეული მეტ ყურადღებას და დასვენებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი კუნთები. მოერიდეთ სიმძიმეებს. ეცადეთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნუ გადაიტვირთავთ თავს, რადგან ამ წელს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებული იქნება.

თქვენი სხეული და ასევე თქვენი ფსიქიკა მოითხოვს „განწმენდას“. დაუსვით საკუთარ თავს სწორი კითხვები და თავიდან აიცილებთ არასრულფასოვნება, რომელიც საზიანოა თქვენი სიცოცხლისუნარიანობისთვის.

ძაღლი


უნაკლო ნებისყოფისა და ოლიმპიური სიმშვიდით დაჯილდოებული ძაღლის წელში დაბადებული ადამიანებისთვის ვერაფერი შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. თქვენ მიდიხართ თქვენი მიზნებისკენ და არ აქვს მნიშვნელობა, გზაზე რა საფრთხე დაგხვდებათ, ყველაფერს გაუმკლავდებით.

ამ წელს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. განსაკუთრებით ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს. ეს წელი ძალიან კარგია დაოჯახებისთვის.

თქვენ გექნებათ მოთხოვნილება, რომ აინაზღაუროთ დაკარგული დრო.

სიყვარული

თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა წლის დასაწყისში პოზიტიურად განვითარდება, ვარსკვლავების გავლენით.

მარტოხელებისთვის დიდი შანსია, მეორე ნახევარი დაუგეგმვად, უცნაურ ადგილებში აღმოაჩინონ. ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულებს ურჩევენ, იყვნენ ყურადღებით და არ გამოტოვონ ეს შანსი. თქვენი სიმშვიდის და ნებისყოფის წყალობით მარტივად შეძლებთ ადამიანების მოხიბვლას.

ზაფხულში აქტიური პერიოდი გელოდებათ. წვეულებები თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს, სასიყვარულო ცხოვრებას კი უფრო ამაღელვებელსა და რომანტიკულს გახდის.

ფული/კარიერა

პლანეტა იუპიტერი თქვენს მხარესაა და საშუალებას მოგცემთ,  მიაღწიოთ კარიერულ და შემოქმედებით წარმატებას. პროფესიაში მრავალი წარმატება გელოდებათ.

ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ, რადგან თქვენს  წარმატებას სანდო ადამიანები უფრო შეუწყობენ ხელს.

ჯანმრთელობა

ამ წელს ძალიან ენერგიული იქნებით, ჯანმრთელობაც მყარი გექნებათ. 40 წელს გადაცილებულები განსაკუთრებულად მხნედ იგრძნობთ თავს, თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა. ხელოვნება, მუსიკა და ხელსაქმეები ენერგიულად უფრო გაგაძლიერებენ, ამიტომ გამონახეთ დრო, რომ აღიდგინოთ ძალები.


ღორი


ამ წელს მოგიწევთ, ენერგიის აღდგენაზე ბევრი იზრუნოთ. დატვირთული წელი გელოდებათ. სამსახურში/სასწავებელში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2020 წელს დაისვენოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ.

სიყვარული

წლის დასაწყისიდანვე საპირისპირო სქესთან სასიამოვნო ურთიერთობები გელოდებათ. ღორის წელში დაბადებულების სასიყვარულო ცხოვრება ძალიან მგზნებარე იქნება და ისინი აღმოაჩენენ ახალ გზებს სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ეს წელი იდეალური დროა დაქორწინებული წყვილებისთვის. მარტოხელებისთვის მაისიდან საინტერესო ურთიერთობები იწყება. მოულოდნელი სასიყვარულო კავშირები გელოდებათ უცნობ ადგილებში, მივლინებასა და შვებულებაში.

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ღორი სიყვარულს სხვა განსხვავებული ეროვნების ადამიანთან იპოვის. თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვნებიანი გრძნობის მიუხედავად ფრთხილად იყოთ.

ფული/კარიერა

ამ წელს გექნებათ საშუალება, იმაზე მეტი ფული გამოიმუშავოთ ვიდრე აქამდე. თუ თვითდასაქმებული ხართ, წინსვლა გელით, შეძლებთ, რომ სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ამ წელს მოგიწევთ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მომავალში წარმატებულ კარიერას აგაწყობინებთ.

ჯანმრთელობა

წელს ბევრი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, მაგრამ თავს კარგად გაართმევთ. თქვენ შეძლებთ გარშემომყოფებზე ზრუნვას და მათ დახმარებას საჭირო დროს. ამ წელს თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერებულია, თუმცა მაინც გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებას, მოერიდეთ ცხარე კერძებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ სისტემასთან პრობლემები გექნებათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება