სიახლეები
სიახლეები

როგორ ემზადებიან „თინიკოს ვარსკვლავები“ წიგნიერების დღისთვის
10-12-2019
-
+


იზრუნელების ლიტერატურული თავგადასავალი გრძელდება და 12 დეკემბერს, წიგნიერების დღეს, ისინი კიდევ ერთ საფეხურს აივლიან განათლების მწვერვალისკენ.  სასიხარულოა, როდესაც პროექტში პირველკლასელებიც არიან ჩართულები და მიუხედავად იმისა, სკოლის კარი ახლახან შეაღეს, უკვე ცდილობენ, ეზიარონ წიგნს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამსახურებით, 2019 წლის ბოლომდე აჭარის სკოლების მოსწავლეებისთვის izrune.ge-ში მონაწილეობა უფასოა

ბათუმის N14 საჯარო სკოლის I ბ კლასის ცეროდენები, დამრიგებელ თინათინ ჩხეიძესთან ერთად ემზადებიან 12 დეკემბრისთვის. მართალია, კითხვა ჯეროვნად არ იციან და არც  მშობლიური ანბანის ყველა ასოს იცნობენ, მაგრამ მშობლებისა და პედაგოგის დახმარებით, აქტიურად არიან ჩართულები izrune.ge-ს პროექტში, სიხარულით ავსებენ ტესტებს და მოუთმენლად ელიან დამსახურებულ ჯილდოს. ასე რომ, ბათუმის N14 საჯარო სკოლის I ბ კლასში ხან ვერცხლის,  ხან კი ოქროს დიპლომების ცვენაა. 

„თინიკოს ვარსკვლავები“ - ასე უწოდა ქალბატონმა თინათინმა თავის სადამრიგებლოს და როგორც პირად საუბარში გაგვიმხილა, ყველაფერს გააკეთებს, რათა მისმა პატარებმა სუპერკლასის ტიტული მოიპოვონ. როგორ გაგრძელდება პატარების ლიტერატურული ოდისეა, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი  გთავაზობთ  ბლიც-ინტერვიუს თინათინ ჩხეიძესთან, რომელიც ცდილობს, მოსწავლეებს izrune.ge-ს დახმარებით, წიგნი შეაყვაროს.

- izrune.ge-ს შესახებ დირექტორმა თათბირზე შეგვატყობინა და მაშინვე გადავწყვიტე პროექტში ჩართვა. სხვათა შორის, მშობლებთან ბევრი საუბარი არც დამჭირვებია - ავუხსენი თუ არა ვითარება, ისე დაინტერესდნენ, ბავშვები თავად დაარეგისტრირეს.

- მშობლების სურვილი გასაგებია, მაგრამ ალბათ ადვილი არ იქნებოდა, პირველკლასელები, რომლებიც ჯერ სკოლის გარემოს შეჩვეულები არც კი არიან, პროექტში ჩაგერთოთ. 

-  ჩემ საიდუმლოს გაგანდობთ - გავიგე, რომ სუპერკლასის ტიტულის მოპოვება შეიძლებოდა და ვიფიქრე, რატომ არ უნდა ფლობდეს მას ჩემი კლასი. მშობლებმაც აიტაცეს იდეა და ასე აღმოვჩნდით პროექტში. izrune.ge განათლების თანამედროვე მიდგომების პროექტია და ჩვენ შევკარით სამკუთხედი - სკოლა-მოსწავლე-მშობელი, რაც განათლების აუცილებელი პირობაა. თამამად შემიძლია თქმა, რომ ყოველი ხუთშაბათი ჩვენთვის ზეიმია, კლასში ოქროსა და ვერცხლის დიპლომების ცვენაა, მშობლებიც გახარებულები არიან, ბავშვები კი ყოველ ხუთშაბათს გულის ფანცქალით ელიან.

- ქალბატონო თინათინ, რატომაა სასურველი მოსწავლეთა ჩართულობა ასეთ პროექტებში. 

- izrune.ge-ს ტესტების საშუალებით ვამოწმებთ ცოდნას, მშობელი ნათლად ხედავს, სად გაუჭირდა ბავშვს, მეც ვხედავ, როგორც პედაგოგი… შემდეგ, ამ ტესტებს კლასში განვიხილავთ მაქსიმალურად ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ე.წ. კოჭლი მხარეები.

- 12 დეკემბერი იზრუნელებისთვის წიგნიერების დღეა და იქნებ გვითხრათ, როგორ ემზადებიან თქვენი პატარები?

- წიგნიერების დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში შევსულიყავით. მართალია, ჯერ ჩემი ბავშვები მშობლიურ ანბანს ბოლომდე არ იცნობენ, თუმცა რამდენიმე მათგანმა კითხვა იცის, ჰოდა, სწორედ მათ წავაკითხებ სულხან-საბას, შემდეგ კი ბავშვები ჩანახატებს გააკეთებენ. ბიბლიოთეკა კი სპეციალურად შევარჩიეთ - აქ კითხვას სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, ბავშვიც მეტად შეიგრძნობს გარემოს და წიგნსაც სხვა სურნელი აქვს.



 ქალბატონო თინათინ, რთული არაა, ბავშვს წიგნი შევაყვაროთ?  

- თუკი მშობელი და მასწავლებელი მოინდომებენ, წიგნს ბავშვს აუცილებლად შეაყვარებენ. ჩვენ მონდომებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება ჩვენი სკოლის დირექტორი - ქალბატონი ნატო გოგუაძე, შემაჯამებელი ტესტების შემდეგ, ოქროს დიპლომის მფლობელ მოსწავლეებს წითელ ვარსკვლავებს ურიგებს, ხოლო ვერცხლისდიპლომიანებს - ლურჯს. ვარსკვლავები კი იმიტომ ავირჩიეთ, ჩვენს კლასს „თინიკოს ვარსკვლავები“ ჰქვია. გვინდა, ვიყოთ ვარსკვლავები და ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

გრანტირებულ მაგისტრანტთა სია ცნობილია

განათლების რეფორმაზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

ანაზღაურება 2904 ლარი - მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

დიდი პედაგოგისა და მწერლის საიუბილეო თარიღს სიმბოლურად დაემთხვა საანბანო პერიოდის დაწყებაც

აქტივობებში მონაწილეობდნენ მასწავლებლებიც

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება