სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთად ყველა საგნის ტესტების სწორი პასუხები პედაგოგებისთვის - აპელაციამდე, შეადარეთ თქვენი პასუხები სწორ ვარიანტებს
07-12-2019
-
+


მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა, შედეგებთან ერთად მასწავლებლები ტესტის სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებსაც გაეცნენ. 

როგორც დაანონსებული იყო, ახლა შედეგების გასაჩივრების ეტაპი იწყება და ამისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს 3 დღეს აძლევს. საკუთარი ქულებით უკმაყოფილო მასწავლებლებს აპელაციაზე განაცხადის შეტანა 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
 
მანამ, სანამ პედაგოგები შედეგებს გაასაჩივრებენ და ამისთვის თანხის გადახდაც მოუწევთ, ჩვენ გთავაზობთ ერთ სტატიაში ყველა საგნის შედეგებს, ტესტის სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს. გადახედეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნდით,  სწორია თუ არა და ემთხვევა თუ არა თქვენი ვარიანტი სწორ პასუხებს. 

გამოცდების ცენტრმა შედეგების გასაჯაროება 26 ნოემბერს დაიწყო და პირველივე დღეს 12 საგნის ნაშრომების პასუხებთან ერთად, ტესტების სწორი პასუხებიც გამოაქვეყნა. ესენია: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.

იხილეთ პირველი 12 საგანი:

ბიოლოგია - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
 
 
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

 
 
 
 
 
 
 
 
 


მეორე დღეს საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზე კიდევ 4 საგნის შედეგები და სწორი პასუხები განთავსდა. ამჯერად, მასწავლებლები დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ქართულის, როგორც მეორე ენა, მუსიკის და მათემატიკის (I-VI) შედეგებს გაეცნენ. 

ნახეთ სწორი პასუხები შემდეგ საგნებში:

 
მათემატიკა (I-VI) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

ქართული, როგორც მეორე ენა - შეფასების სქემა

მუსიკა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების (I-VI), ფიზიკური აღზრდისა და სპორტი - ეს არის მორიგი სამი საგანი, რომლის შედეგები და ტესტის სწორი პასუხები შეიტყვეს გამოცდაზე გასულმა პედაგოგებმა. 

გაეცანით პასუხებსა და შეფასების სქემებს:



ამას მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგების გასაჯაროება. გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ:


შემდეგ კი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირების შედეგები გახდა ცნობილი:


პროფესიული უნარები იყო ბოლო საგანი, რომლის შედეგებისა და ტესტის სწორი პასუხების გაცნობითაც დასრულდა შედეგების გამოქვეყნება. 

გადაავლეთ თვალი პასუხებს:

პროფესიული უნარები II ვარიანტი - შეფასების სქემა

ცნობისთვის, 2019 წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის, რომელიც 2 - 8  ნოემბერს ჩატარდა   26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

პრაქტიკოსმა
მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება