სიახლეები
სიახლეები

როგორ გავხადოთ უცხო სიტყვების დამახსოვრება სახალისო და საინტერესო
25-11-2019
-
+


უცხო სიტყვების დამახსოვრების პრობლემა, რომელსაც გერმანული ენის სწავლებისას წავაწყდი, ვფიქრობ, ახლობელია უცხო ენის მასწავლებლებისათვის. 

უცხო ენის ცოდნა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში. ის გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ აქტიური მოქალაქე გლობალიზაციის პროცესში.ეს და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი არსებობს იმისა,რომ მოსწავლეებს დავანახოთ უცხო ენის შესწავლის საჭიროება.ენის შესწავლა კი ლექსიკური ერთეულების ფლობისა და მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარის გარეშე წარმოუდგენელია. უცხო სიტყვების შესწავლა არის პროცესი,როდესაც მასწავლებელი გზას აძლევს მოსწავლეებს ,ურჩევს მათ ცალკეულ მიდგომებსა და კონტექსტებს. უცხო ენის პედაგოგები სისტემატიურად მუშაობენ და ცდილობენ შეასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს გარკვეული რაოდენობის უცხო სიტყვა, დააკავშირონ მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებთან.მიუხედავად მათი დაუღალავი შრომისა, ხშირად ვლინდება სირთულეები და  ეს პროცესი პრობლემური ხდება მოსწავლეებისათვის. 

ჩემმა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა უინტერესო და მომაბეზრებელ საქმიანობად აღიქვეს უცხო სიტყვების დამახსოვრება. მოცემული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენაში დამეხმარა კითხვარი, რომელიც მოსწავლეებს შევთავაზე, ხოლო ამ პრობლემის მოგვარება მოვახერხე დიფერენცირებული სწავლების დანერგვით სასწავლო პროცესში.

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სწავლების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ,,ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფსიქიკური და ფიზიკური მახასიათებლებით,ნიჭით,ემოციებით,პირადი გამოცდილებით,ინტერესებით,აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით”.მოსწავლეთა განსხვავებულობისა და სწავლის სტილის ინდივიდუალურობის აღიარება და გათვალისწინება საუკეთესოდ ხერხდება დიფერენცირებული სწავლებით.ამიტომ, ვფიქრობ ჩემი გამოცდილების გაცნობა და გაზიარება დაეხმარება ნებისმიერი უცხო ენის პედაგოგს,გახადონ უცხო სიტყვების დამახსოვრების პროცესი  სახალისო და საინტერესო.

რა არის დიფერენცირებული სწავლება და  როგორ გამოვიყენე ეს მეთოდი სასწავლო პროცესში?

დიფერენცირებული სწავლება ეს არის სასწავლო  პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის საჭიროებებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე.

დიფერენცირებული სწავლება იგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

•    მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება;
•    მოსწავლეეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა;
•    დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას;
•    სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი;

დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.

დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან და საზოგადოებასთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.

რა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მოსწავლეების დიფერენცირება?

დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული გარემოს შექმნით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს. ამას ემატება მოსწავლის სწავლის სტილის, მზაობისა და ინტერესის გათვალისწინებით სწავლების შერჩეული  სტრატეგიების გამოყენება.

დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით

მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის მიდგომას სწავლისადმი.ზოგიერთისათვის მშვიდი გარემოა საჭირო, ზოგისთვის თანატოლებთან აზრის გაზიარებაა აუცილებელი, ზოგს ურჩევნია უყუროს და შემდეგ გაიაზროს, ზოგს კი ჩანაწერების გაკეთება უიოლდება.

სასურველია მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისში გაარკვიოს მოსწავლეთა სწავლის სტილი, რათა მათ შესაბამისი დავალებები შესთავაზოს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არ შეიძლება მოსწავლეს იარლიყად მივაწებოთ რომელიმე სწავლის სტილი და ამის მიხედვით შევურჩიოთ დავალებები. მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უყურებდეს, როგორც ადამიანს, რომელიც გამუდმებით ვითარდება და ეგუება სასწავლო მასალის მიწოდების სხვადასხვა ფორმას.

სწავლის სტილი შეიძლება 4 ძირითად ჯგუფად დავყოთ: 

•    ვიზუალური
•    სმენითი
•    კინესთეტიკური
•    წერა-კითხვითი

მას შემდეგ, რაც დავადგინე თითოეული მოსწავლის დასწავლის სტილი,  შევთავაზე მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული აქტივობები , მაგ: ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებს შევთავაზე პოსტერის გაკეთება ცალკეული უცხო სიტყვებით.მოსწავლეებმა შესასწავლი ლექსიკური ერთეულები მათთვის სასურველი მდებარეობით მოათავსეს პოსტერზე,რომელიც საკლასო ოთახში კედელზე დაკიდეს.ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გამოდიოდა, რომელიმე სიტყვას წინასწარ დამზადებულ გვირილას დააფარებდა, მიმართავდა შეკითხვით კლასს - ,, რომელი სიტყვა იმალება გვირილის უკან?“ მოსწავლეები პასუხობდნენ შეკითხვას და გამოცნობის შემთხვევაში უკვე ის მოსწავლე გამოდიოდა, რომელიც სიტყვას გამოიცნობდა. ამ ფორმით ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებმა შესასწავლი სიტყვები მარტივად დაიმახსოვრეს და სიტყვებისდასწავლის პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ან კიდევ,  პატარა ფორმის ფურცელზე მოსწავლეებმა დაწერეს უცხო სიტყვები  და დააკრეს  ავეჯს მნიშვნელობის მიხედვით. ეს მეთოდი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ვიზუალურად შემსწავლელი მოსწავლეებისათვის.როგორც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, ბავშვები სიხარულით აკრავდნენ სახლში ავეჯს ფერად ფურცლებზე დაწერილ დასამახსოვრებელ სიტყვებს და ცდილობდნენ იმ ოთახში გაეტარებინათ მეტი დრო,სადაც მათ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ამშვენებდა ავეჯს.

ვინაიდან მოსწავლეებს ძალიან მოსწონთხატვით სწავლა , შევთავაზე მათდაეხატათ  სურათი და ქვემოთ დაეწერათ  ის სიტყვა, რომელიც უნდა დაემახსოვრებინათ. ბავშვები გულისყურით  ქმნიდნენ ნახატებს თანაკლასელების შეფასების მოლოდინში,ვინაიდან ინტერესი გამოიწვია ბავშვებში ვინ როგორ გამოხატავდა შესასწავლ სიტყვას ნახატით.ეს მეთოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ასევე ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეთათვის,რომლებიც წერით და კითხვით მარტივად  იმახსოვრებენ ინფორმაციას.

მოსწავლეებს,რომლებიც მოძრაობით უკეთ სწავლობდნენ, შევთავაზე დაეწერათ შესასწავლი სიტყვები ფერად ფურცლებზე და  სიტყვების გადაადგილებით შეედგინათ წინადადებები.

ასევე ძალიან ეფეტქური და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის სიტყვების დამახსოვრება შემდეგნაირად: საკლასო ოთახში ერთ მაგიდაზე დავალაგებინე მოსწავლეებს მათ  მიერ შექმნილი ნახატები ,რომლებზედაც ეწერა შესასწავლი  სიტყვები (არსებითი სახელები), მეორე მაგიდაზე დავალაგეთ ნაცნობი, უკვე შესწავლილი ზმნები,ხოლო მესამე მაგიდაზე სხვა სიტყვები.მოსწავლეთა ჯგუფებს(4 ბავშვი) უნდა ევლოთ საკლასო ოთახში და აეღოთ მაგიდებიდან ცალკეული სიტყვები,რომლებითაც ისინი შეადგენდნენ წინადადებებს.ეს მეთოდი გათვლილია მოტორული ანუ მოძრაობითი ტიპის მეხსიერების მქონე ბავშვისათვის და ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ასეთი  მეხსიერების მქონე ჩემი მოსწავლეებისათვის.

იმისათვის, რომ შემენარჩუნებინა და გამეძლიერებია მოსწავლეთა მოტივაცია, შევთავაზე მათ ტექნოლოგიის გამოყენებით შეექმნათ ნახატები ან ხმოვანი შეტყობინებები ახლადშესწავლილ სიტყვებზე.ყველა მოსწავლე ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთო შეთავაზებულ აქტივობაში.მათ საშუალება მივეცი თვითონ აერჩიათ როგორ წარმოადგენდნენ ახალ შესწავლილ სიტყვას, შექმნიდნენ ნახატს კომპიუტერის გამოყენებით,თუ ჩაწერდნენ ამ სიტყვის მოკლე განმარტებას და მოასმენინებდნენ კლასს.ამ აქტივობის საშუალებით შესასწავლი სიტყვები სმენითი მეხსიერების მქონე მოსწავლეებმა მარტივად და დაძაბულობის გარეშე დაისწავლეს.

ვინაიდან უცხო ენის სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიზანია, მოსწავლეს განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.მასწავლებელმა კი ეს უნდა მოახერხოს ისე,რომ სწავლის პროცესში გამოირიცხოს წარუმატებლობისა და მარცხის განცდა,ვფიქრობ, წარმატებულად გავიაზრე საკუთარი პასუხისმგებლობა  და შედეგმაც არ დააყოვნა. მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლის სტილისა და საჭიროების დადგენამ დიფერენცირებული სწავლის თეორიის მიხედვით,საშუალება მომცა სწორად შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის სასწავლო აქტივობები ,რამაც საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და დადებითად აისახა სასწავლო პროცესზე.ამ საკითხების გააზრებამ და გამოყენებამ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში, აღმოფხვრა უცხო სიტყვების უინტერესოდ დამახსოვრების პრობლემა. ჩემმა მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ ხატვით, მოსმენით,მოძრაობით სწავლამ მათი დაინტერესება გამოიწვია. ამ ყველაფერმა ჩვენი სასწავლო პროცესი მეტად სახალისო,  ინტერაქტიული და წარმატებული გახადა. 

გამოყენებული ლიტერატურა:

•    ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024
•    მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი- განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 
•    2018 რობერტ მარზანო ,,ეფექტური სწავლება სკოლაში „https://elibrary.emis.ge/ge/books/read/39/

სტატიის ავტორი: გერმანული ენის მასწავლებელი ლელა არაბიძე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება