სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იყავი კრეატიული და დაიცავი ბუნება“ - საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტი განახორციელა
21-11-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „მერანმა“ პროექტი - „იყავი კრეატიული და დაიცავი ბუნება“ განახორციელა.

მოსწავლეებმა პროექტის განხორციელების მიზნით  დაგეგმეს სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ბუნების დაცვასა და მის მოფრთხილებას მიეძღვნა.

სკოლის ბაზაზე ეკოპატრულთა ჯგუფი შეიქმნა. მათ სოფლის მოსახლეობაში საინფორმაციო სახის ბუკლეტები დაარიგეს, პლაკატები გამოაკრეს, მოეწყო დასუფთავების აქცია და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგებიც.

ეკოპატრულები მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებს რეგულარულად მოაწყობენ, რათა თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს ბუნების ძალა, მისი შესაძლებლობები და გააცნობიეროს საკუთარი ქცევა მის მიმართ.

„ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა ბუნებაა. იგი განუზომლად ლამაზია და დიდი სიკეთის მატარებელი. ამ სიმდიდრეს კი გაფრთხილება, მოფერება და მოვლა უნდა. ადამიანს ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული ჯანსაღ ბუნებრივ გარემოზე. მას იმდენი ძალა და ენერგია გააჩნია, რითაც ეხმარება ადამიანს, მრავალფეროვანსა და სახალისოს ხდის მის ცხოვრებას. იგი ერთი დიდი ოჯახია, რომელზეც უნდა იზრუნო და გაუფრთხილდე.

ჩვენ მოვალენი ვართ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ გარემოს, რათა უვნებლად გადავცეთ მომავალ თაობას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება