სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''თერჯოლის ეტალონ მოსწავლეს'' და მის დამრიგებელს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფულადი პრიზები გადასცა
31-05-2017
-
+


''თერჯოლის ეტალონ მოსწავლეს'' გაგა აბულაძეს, რომელიც სიქთარვის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო მის დამრიგებელს ხათუნა ფოცხვერშვილს 1000 ლარი გადასცა.

''მიხარია, როდესაც გამორჩეულ, წარჩინებულ ახალგაზრდებს ვხვდები და მათ სახელობით სტიპენდიას ვუნიშნავთ, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებით არა მხოლოდ სტიპენდიატებს, არამედ ზოგადად ახალგაზრდებში განათლებისკენ სწრაფვას ვახალისებთ, მზად ვარ მთელი ჩემი ხელფასი მოვახმარო ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადამიანებს რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი'' - აღნიშნა ელგუჯა გოცირიძემ. 

რესურსცენტრის უფროსის ქეთევან შეყრილაძის თქმით, მსგავსი ფაქტები მოსწავლეებისა და მასწავლებელების მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს:

''რესურსცენტრი რა თქმა უნდა, მიესალმება ამ ფაქტს. სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ბატონი ელგუჯა ამ კუთხით ძალიან ბევრს შრომობს. ბატონ ელგუჯას თავისი სახელობის ერთი სტიპენდიატი უკვე ჰყავს, გაგა - მეორეა. მსგავსი ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამით როგორც ბავშვების, ასევე  და მასწავლებლების მოტივაცია იზრდება. ბატონმა ელგუჯამ სტიმული მისცა არამხოლოდ გაგას და ქალბატონ ხათუნას, არამედ ყველა იმ მოსწავლეს და მასწავლებელს, ვისაც სწავლის და სწავლების სურვილი აქვს. თუ გაგრძელდება მოსწავლეთა წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვება, რა თქმა უნდა, მივესალმებით.''

''თერჯოლის ეტალონი მოსწავლე'' გაგა აბულაძე მადლობას უხდის ელგუჯა გოცირიძეს და აღნიშნავს, რომ დიდი სტიმულია, როდესაც სწავლა ფასდება:

''მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე რომ იყო ჩამოსული ვიცოდი, თუმცა რატომ - არა. როდესაც გავიგე, რომ სტიპენდია დამენიშნა, ძალიან გამიხარდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის. დიდი მადლობა ბატონ ელგუჯას, ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა, როდესაც შენი შრომა, სწავლა ფასდება.''

გაგა აბულაძის დამრიგებლის, ხათუნა ფოცხვერშვილის თქმით, ნაჩუქარი თანხით მოსწავლეთა ექსკურსიას დააფინანსებს:

''გაგას წარმატებით აღფრთოვანებული ვარ, უსაზღვროდ ვამაყობ მისით. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ძალიან მოულოდნელი იყო. ეს უდიდესი სტიმულია მოსწავლეებისთვის, რომ უკეთ ისწავლონ. გაგას მაგალითზე მათ ნახეს, რომ სწავლა ფასდება. ასეთი წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი ელგუჯა გუშინ გავიცანი, მანამდე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი მის შესახებ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. უღრმესი მადლობა მას ამ საჩუქრისთვის. ამ თანხით მოსწავლეთა ექსკურსიას დავაფინანსებ.''

სიქთარვის სკოლის დირექტორმა ია კვატაიამ აღნიშნა, რომ არაერთხელ ყოფილა ბედნიერი დირექტორი და ეს შემთხვევაც სწორედ ასეთია:

''თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ელგუჯა გოცირიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მოსახლეობას  სოფლის ძირითად პრობლემებზე სასაუბროდშეხვდა. შეხვედრამდე რესურსცენტრის უფროსმა დამირეკა, რომ გაგა და მისი დამრიგებელი აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ შეხვედრას. ბუნებრივია, გაგას წარმატებაზე ყურადღების გამახვილება მენიშნა, თუმცა ამხელა საჩუქარს - გაგასთვის სტიპენდიას და გაგას დამრიგებლისთვის ერთჯერადად 1000 ლარს, არ ველოდი. არაერთხელ ვყოფილვარ ბედნიერი დირექტორი. გაგა აბულაძის შემთხვევაც სწორედ ასეთი ბედნიერების საფუძველს მაძლევს. გამიახლდა ის ემოცია, რომელიც გაგას ''თერჯოლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოპოვების პირველად ცნობისას მქონდა. შეხვედრას ობიექტური მიზეზით, სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი, თუმცა სატელეფონო შეტყობინებით იმ წამსვე გავიგე ეს სასიამოვნო ინფორმაცია. არა მარტო გაგასთვის, არა მარტო სიქთარვის სკოლის ყველა მოსწავლისთვის, არამედ, ზოგადად, ყველა მოზარდისთვის სტიმულია, როცა მისი წარმატება აღიარებული ხდება, თუნდაც სიტყვიერად, თუმცა ამხელა გარეგანი მოტივაცია აუცილებლად იქნება გაგას და მისი მეგობრებისთვის ნამდვილად მდგრადი სტიმული. ბატონი ელგუჯასგან პირველი გამოხმაურება არ ყოფილა გაგას წარმატების მიმართ. გამარჯვების შემდეგ რამდენიმე დღეში მან გაგას ფულადი ჯილდო გადასცა. გულისხმიერება არ იკარგება. მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ელგუჯას არა მერტო ჩემი, სკოლის სახელითაც.''

''თერჯოლის ეტალონი მოსწავლე'' გაგა აბულაძე ინტელექტ ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 ივნისს ბათუმში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება