სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-4 და მე-6 კლასში ტესტები ელექტრონული იქნება, მე-10 კლასში კი ტესტირება 2021 წლიდან ჩატარდება - სოფიო გორგოძე სკოლის გამოცდებზე
20-11-2019
-
+


მე-4 და მე-6 კლასში ტესტირება მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება.  მე-10 კლასში კი საპილოტე ტესტები 2021 წელს ჩატარდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება.

„ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყო, ანუ არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. ღია დავალებები იქნება თუ დახურული, მთლიანად კომპიუტერში იყოს გასაკეთებელი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს უნარები გააჩნდეთ.

მე-4, მე-6 კლასში საპილოტე შეფასება ჩატარდება 2020 წლის გაზაფხულზე, რაც შეეხება სრული მასშტაბით დანერგვას იმედი გვაქვს რომ უკვე მომავალი წლიდან დავნერგავთ, თუმცა ეს მაინც პილოტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ტესტირება მე-10 კლასიც იგეგმება, თუმცა წელს ვერ იქნება, რადგან დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ მე-10 კლასში საპილოტე ტესტები 2021 წლიდან ჩატარდება“, - ამბობს გორგოძე.

სოფიო გორგოძე პირველ არხთან საუბრისას, ასევე განმარტავს, თუ რატომ ტარდება ტესტირება აღნიშნულ კლასებში და რა მიზანი აქვს მსგავსი ტიპის შეფასებებს:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს. რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი რომ წერა კითხვას ვერ ახერხებს შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს გამოსწორება.

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის რომ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ გარკვეული ანგარიში, გაიგონ რა გაუჭირდათ,  რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით და ა.შ. ასევე სახელმწიფოს მივცემთ მონაცემებს, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლის სკოლებში რა ხდება, ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით გავუკეთებთ სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს დაგეგმარება, რა უნდა გაკეთდეს“.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება