სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი მასწავლებლები მიიღებენ ხელფასზე 300 ლარიან დანამატს? - „მასწავლებლის სახლის“ განმარტება
23-11-2019
-
+


„ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებს, რომლებიც მცირეკონტიგენტიან ან მაღალმთიანი სოფლის სკოლაში დასაქმდებიან, ხელფასზე დანამატი, სავარაუდოდ, 300 ლარი ექნებათ. ამის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს. 

„იმ პირებისთვის, რომლებიც „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ პროექტში არიან ჩართულნი, დასაქმების შემდეგ დანამატი, სავარაუდოდ, იქნება 300 ლარი. ანაზღაურება გამოითვლება ისე, როგორც ზოგადად მასწავლებლის, საათობრივი ანაზღაურება და პლიუს დანამატი. 

პროგრამის კურსდამთავრებულებს იგივენაირად აუნაზღაურდებათ საათობრივი დატვირთვა, როგორც სხვა მასწავლებლებს“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ მასწავლებლის სახლის მიერ შემუშავებული პროექტია, რომლის მთავარი მოთხოვნაა, გადამზადებული კადრები მცირეკონტიგენტიან სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ. 

პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და ჩარიცხული პირები სწავლებას უკვე გადიან. უფასო პროგრამა ამ ეტაპზე 1 750 მონაწილეს ითვლის, საიდანაც 737 მოქმედი მასწავლებელია. მომავალი პედაგოგების ტრენინგები დღეში 4-6 საათს გრძელდება. საერთო ჯამში, კურსის სწავლება 30-45 საათისგან შედგება. მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები 12 ქალაქში ტარდება, კვირაში სამჯერ - პარასკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები​ უძღვებიან​.

იხილეთ ასევე:

არის თუ არა მასწავლებლისთვის დასაქმების გარანტი „ეროვნული სკოლის“ წარმატებით დასრულება?

მასწავლებლად მუშაობას „ეროვნული სკოლის“ ის კურსდამთავრებულებიც შეძლებენ, რომლებსაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის: ყველაფერი, რაც ახალი უფასო მომზადების პროგრამის შესახებ არის ცნობილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება