სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის: ყველაფერი, რაც ახალი უფასო მომზადების პროგრამის შესახებ არის ცნობილი
13-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 10 ოქტომბერს წარადგინა. პროგრამა მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:

  • მათ ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში.
  • მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
  • პირებს, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

1.  ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2.  ბიოლოგია და ქიმია
3.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4.  ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5.  დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვა მარტივია:

დარეგისტრირდი www.tpdc.ge-ზე, ჩააბარე ტესტი, რომელიც საგანში შენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და გახდი კურსის მსმენელი. 

ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.

ხოლო მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (PDF ან JPG ფორმატში)

2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (PDF ან JPG ფორმატში)

3. მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (PDF ან JPG ფორმატში) ასეთის არსებობის შემთხვევაში“,-აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლაში“ სწავლება ნოემბერში დაიწყება და საგანში მომზადების 2-თვიანი პროგრამა იქნება.  სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ: პარასკევს, შაბათს და კვირას. 

სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია.

კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.

ამასთან, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ. 

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წელს პროფესიაში შესვლის 2 000-მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს. 

„განათლების რეფორმის მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ქალაქის, რაიონის და სოფლის სკოლებში. კვალიფიციური მასწავლებელი და ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლისთვის. 

ახალი პროგრამის საშუალებით მოხდება, მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით. 

გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს“, - განმარტავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 

ნახეთ „მასწავლებლის სახლის“ მიერ „ეროვნული სკოლის“ შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო:



ასევე იხილეთ:

მასწავლებლობის მაძიებლებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემებრეს სასკოლო ფორმა II-III-IV-V და VI კლასის მოსწავლეებს არ ექნებათ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

 სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაწყო - ინსტრუქცია და სხვა დეტალები 

„რა კორუფციულ რისკებს ხედავთ თუკი მასწავლებელი თავის სამუშაო დროს გაანაწილებს ორ ან მეტ სკოლაში მუშაობაზე?“

პიროვნება

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სკოლები

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

კალის საჯარო სკოლაში მომავალ წელს მხოლოდ 2 პირველკლასელს ელიან

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა წელს 14-მა მეთორმეტეკლასელმა წარმატებით დაასრულა

ზემოხეთის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული სამხედრო სამსახურში მიდის

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება