სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არის თუ არა მასწავლებლისთვის დასაქმების გარანტი „ეროვნული სკოლის“ წარმატებით დასრულება?
14-11-2019
-
+


მასწავლებლის სახლის პროგრამა „ეროვნული სკოლა“ აქტიურად მიმდინარეობს და ჩარიცხული პირები სწავლებას უკვე გადიან.  

Etaloni.ge დაინტერესდა, იქნება თუ არა პროგრამის წარმატებით გავლა კურსდამთავრებულისთვის დასაქმების უპირობო გარანტი. ჩვენს კითხვას მასწავლებლის სახლში ასე პასუხობენ: 

„თუ  რომელიმე მცირეკონტიგენტიან სკოლაში განაცხადი შეიტანა უფრო უკეთესმა კადრმა, ბუნებრივია, არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულს მიანიჭონ უპირატესობა. ეს არის კომისიის გადასაწყვეტი.

„ეროვნული სკოლის“ მიზანი არის, რომ ის ისტორიული დეფიციტი, რომელიც ათეულობით წლებია არსებობს მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, აღმოიფხვრას“.

ამასთან, მომზადებული პირები კურსის ბოლოს გამოცდას ჩააბარებენ, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებენ. მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი დეტალურად ხსნის, როგორ მოხდება პროგრამით მომზადებული ახალი ტიპის მასწავლებლების შესვლა სკოლაში. 

„როდესაც გამოცხადდება ვაკანსია, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებს ექნებათ სკოლაში შესვლის საშუალება. საკონკურსო კომისია გადაწყვეტს, აიყვანოს თუ არა რომელიმე კადრი. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ამისთვის ამზადებს ახალი ტიპის მასწავლებლებს, რომ შეძლონ სკოლაში შესვლა. ეს ადამიანები შევლენ მაძიებლებად. მთავარია, რომ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ გამოცდა ჩააბარონ წარმატებით. ასევე მთავარი მოთხოვნაა, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ. კურსის წარმატებით დასრულების ბოლოს გაიცემა დამდასტურებელი დოკუმენტი“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, უფასო პროგრამა ამ ეტაპზე 1 750 მონაწილეს ითვლის, საიდანაც 737 მოქმედი მასწავლებელია. მომავალი პედაგოგების ტრენინგები დღეში 4-6 საათს გრძელდება. საერთო ჯამში, კურსის სწავლება 30-45 საათისგან შედგება. მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები 12 ქალაქში ტარდება, კვირაში სამჯერ - პარასკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური ტრენერები.

ახალი პროგრამის საშუალებით მოხდება მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლად მუშაობას „ეროვნული სკოლის“ ის კურსდამთავრებულებიც შეძლებენ, რომლებსაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება