TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლად მუშაობას „ეროვნული სკოლის“ ის კურსდამთავრებულებიც შეძლებენ, რომლებსაც საგნის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ
13-11-2019
-
+


1 ნოემბერს დაწყებულ პროგრამაზე „ეროვნული სკოლა“ სწავლება 3 კვირას გრძელდება. კურსის გავლის შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებში დასაქმების საშუალება მიეცემათ. 

მასწავლებლის სახლის უფასო მომზადების პროგრამით სწავლებას გადიან როგორც ის აპლიკანტები, რომლებმაც საგნის კომპეტენციის გამოცდაზე 40%-იანი ბარიერი გადალახეს (60%-იანი ზღვარის ნაცვლად), ასევე, ის პირები, ვისაც საგნის კომპეტენციის გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებია. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში მაძიებლის სტატუსით შესვლა ამ ორივე კატეგორიის აპლიკანტებს შეეძლებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, „ეროვნული სკოლის“ პროგრამით სწავლება 3 კვირის ნაცვლად, 2 თვეს, წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. 

„თითოეულ საგანს აქვს თავისი დატვირთვის საათები და არის განსხვავებული. ქიმიის საათობრივი დატვირთვა არის სხვა, სამოქალაქო განათლების საათები არის სხვა, ქართული ენისა და ლიტერატურის კიდევ სხვა და ასე - სირთულიდან გამომდინარე“, - განმარტავს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიზნობრივი პროგრამა გაზაფხულზეც განახლდეს. 

როგორც ცნობილია, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვერ შეიცვლის სტატუსს, მას დროებით ხელშეკრულებაზე გადასვლა, ან სკოლიდან წასვლა მოუწევს. შესაბამისად, თუ მცირეკონტიგენტიან სკოლებს კადრების დეფიციტი შეექმნებათ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ საჭიროება ისევ იქნება.

ცნობისთვის, უფასო პროგრამა ამ ეტაპზე 1 750 მონაწილეს ითვლის, საიდანაც 737 მოქმედი მასწავლებელია. მომავალი პედაგოგების ტრენინგები დღეში 4-6 საათს გრძელდება. საერთო ჯამში, კურსის სწავლება 30-45 საათისგან შედგება. მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები 12 ქალაქში ტარდება, კვირაში სამჯერ - პარასკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს უძღვებიან კვალიფიციური ტრენერები.

ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება