სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ვალდებულებები ეკისრება მაძიებელ მასწავლებელს მას შემდეგ, რაც სკოლაში დასაქმდება?
22-12-2019
-
+


მაძიებელ მასწავლებელს სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ გარკვეული ვალდებულებები ეკისრება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს.  

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება უწყდება.

პირი, რომელიც სკოლაში მაძიებლის სტატუსით შედის, ვალდებულია: 

  •  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში,  შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი;
  • 2 წლის განმავლობაში გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. 

ცნობისთვის, მასწავლებლობის მაძიებელია პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კანონის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

ამასთან, 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

იხილეთ ასევე:

რა პროცედურები უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებელმა სკოლაში დასაქმებამდე?! - განათლების მინისტრის ბრძანება

რას გულისხმობს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა?! - დეტალები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება