სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების საყურადღებოდ, რომელიც 18 ნოემბრამდე უნდა გაითვალისწინონ
09-11-2019
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს, რაც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვას ეხება. 

2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე.

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005), ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი.

კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებისთვის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პირობაა კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, უნდა წარადგინონ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან შესაბამისი, მოდიფიცირებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია სპეციალური თვითშეფასებით.

განხილვისა და მოსაზრებების შეჯერების მიზნით უნდა გაეცნონ თვითშეფასების პროექტს და 18 ნოემბრამდე გაგზავნონ მოსაზრებები შემდეგ მისამართზე: info@eqe.ge. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე - 200 220 (შიდა 35 99).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება