სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორმა 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა
05-11-2019
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორმა გამლეტ ისმაილოვმა 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

გამლეტ ისმაილოვი სკოლის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლაში 2018 წლის 7 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინიციატივით საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

მოეწყო მოსწავლეების ნახატების გამოფენა.

მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ამოავლეს ჩურჩხელები.

გარდა ამისა, სკოლაში საახალწლო ღონისძიებებიც ჩატარდა, ღონისძიება ორ დღეს 27 და 28 დეკემბერს მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ ყველა კლასის მოსწავლეები.

უფროსი კლასის მოსწავლეებმა ქართულ და მშობლიურ ენაზე მიულოცეს ერთმანეთს და სტუმრებს ახალი წელი, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მოაწყეს მხიარული შეჯიბრებები.

ღონისძიების დასასრულს დირექტორმა გამლეტ ისმაილოვამ მონაწილეებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები.

გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფკავშირების დაფინანსებით 2019 წლის 25 თებერვალს ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ბელა ტატუაშვილმა მოინახულეს კახეთის ღირსშესანიშნაობები: ბოდბე, წინანდალი და სიღნაღი.

19 მარტს ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში დირექტორის, პედაგოგებისა და უფროსკლასელთა ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს 9 აპრილის გმირებსაც. ისტორიის და ქართულის მასწავლებლებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.

12-18 აპრილს ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. მოეწყო კითხვის, კალიგრაფიის, ხატვისა და კედლის გაზეთების კონკურსი. გამარჯვებულებს სკოლის დირექტორმა საჩუქრები გადასცა.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეთა ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო „კოკა-კოლას“ თასის გათამაშებაში და პირველი ადგილი დაიკავა.

მაისის ბოლოს სკოლამ ზეიმით გააცილა XII კლასის მოსწავლეები, რომელთაგან 3 თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მათგან ერთმა მიიღო 100% დაფინანსება.

ზემო კარაბულახის საჯარო სკოლა გარემონტდა. მოეწყო საკლასო ოთახები და დერეფანი, შეიცვალა იატაკი და სკოლის ფასადი, გაკეთდა პანდუსი. რემონტი 25 აგვისტოს დასრულდა.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება